GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების...

GAU აცხადებს მიღებას ბიზნესის სადოქტორო პროგრამაზე

შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ცხადდება კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე სტუდენტთა ჩასარიცხად:

 მითითებული საკვლევი თემების მიხედვით:

  • ფინანსური გადაწყვეტილებები არასრულ ბაზრებზე -  ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ ტორონჯაძე
  • მენეჯერული გადაწყვეტილებების ორგანიზაციული იმპრინტინგის როლი - ხელმძღვანელი პროფესორი დინა ასლამაზიშვილი
  • კრიზისული მენეჯმენტი ორგანიზაციულ განვითარების კაუზალობის პრინციპის კონტექსტში -  ხელმძღვანელი პროფესორი დინა ასლამაზიშვილი
  • მომსახურების სფეროს მუშაკების საქმიანობის ეფექტურობის მართვაში ორგანიზაციული ტრიგერების გავლენა -  ხელმძღვანელი პროფესორი დინა ასლამაზიშვილი
  • დიდი და პატარა კომპანიების პრობლემები, სოციალური მედიის გამოყენების თვალსაზრისით, რათა გაზარდონ მომხმარებლის ლოიალურობა - ხელმძღვანელი პროფესორი ეკატერინე ნადარეიშვილი

GAU- ბიზნესის სკოლის დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა GAU-ს ბიზნესის სკოლის (ფაკულტეტის) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარმოადგინოს განცხადება საკვლევი თემისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები:

  • მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV);
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;  
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • ფოტოსურათი 2 ცალი, ზომით 3х4 სმ;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის).
  • ხედვა საკვლევ თემაზე; 

განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალის დედნები და მათი ასლები.

შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს;    

დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები

დოქტორანტი გასაუბრებაზე გადის სკოლის (ფაკულტეტის) დროებით კომისიის წინაშე და აბარებს ინგლისური ენის B2 დონის ტესტს (უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის არ არსებობის შემთხვევაში).

გასაუბრება 2018 წლის 7 სექტემბერი 14:00 საათი.

ტესტირება უცხო ენაში 2018 წლის  7 სექტემბერს 15:00 საათი.

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2018 6 სექტემბრის ჩათვლით.