სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მესამე კურსიდან გავდიოდი სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში. 2013 წელს მომიწია შერჩევის რამოდენიმე ეტაპის გავლა თიბისი ბანკში, რის შემდეგაც...

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

ქართული კრედიტის სათაო ოფისი აცხადებს სტაჟირებას 3 მიმართულებით

ქართული კრედიტის სათაო ოფისში ცხადდება სტაჟირების პროგრამა და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის საჭიროა სამი სტაჟიორი სხვადასხვა მიმართულებით:

  • სტაჟიორი ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში;
  • სტაჟიორი საკრედიტო რისკების მართვის სამსახურში;
  • სტაჟიორი სესხების ადმინისტრირების სამსახურში;

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30-18:30 ორშ-პარ; საწყისი ანაზღაურება: 200 ლარი; ლოკაცია: თბილისი, დ. გამრეკელის #2; სტაჟირების პერიოდი: 3 თვე

სტაჟიორები გაივლიან ორ შესარჩევ ეტაპს: ტესტირება და გასაუბრება.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!