სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატი რაოდენობრივი ფინანსური ანალიზის (QUANT) განხრით 2014 წელს დავამთავრე. ამავე წელს ჩავირიცხე გაუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე და ვაგრძელებ სწავლას ფინასნების განხრით. ბაკალავრიატზე...

პროფესორები და ლექტორები

ლევან ბოძაშვილს წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში - ეუთო, გაერო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო...

სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.

სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი, სრული განაკვეთი)

სამუშაო ადგილმდებარეობა: პუშკინის 3 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;
  • მოზიდული პრემიის, გადაზღვევის პრემიისა და გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის ბაზების ყოველთვიურად ამოღება პროგრამიდან და ანგარიშგების მომზადება;
  • კომპანიიის გამომუშავებული პრემიის, დარეგულირებული ზარალების, სადაზღვევო რეზერვების, მისაღები პრემიების, გაცემული საკომისიოების, და სხვადასხვა ინფორმაციის მობილიზება და სხვა განყოფილებებიდან მოძიება აუდიტორებისათვის გადაცემის მიზნით;
  • ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური და სტატისტიკური ფორმების მომზადება სადაზღვევო ზედამხედველობისთვის წარდგენის მიზნით.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
  • მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება).

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
  • დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი. 

მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული ტესტირებასა და გასაუბრებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „რეპორტინგის უმცროსი ოფიცერი“

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა:  2017 წლის 16 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!