სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.
სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი, სრული განაკვეთი)
სამუშაო ადგილმდებარეობა: პუშკინის 3
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;
- მოზიდული პრემიის, გადაზღვევის პრემიისა და გამოუმუშავებელი პრემიის რეზერვის ბაზების ყოველთვიურად ამოღება პროგრამიდან და ანგარიშგების მომზადება;
- კომპანიიის გამომუშავებული პრემიის, დარეგულირებული ზარალების, სადაზღვევო რეზერვების, მისაღები პრემიების, გაცემული საკომისიოების, და სხვადასხვა ინფორმაციის მობილიზება და სხვა განყოფილებებიდან მოძიება აუდიტორებისათვის გადაცემის მიზნით;
- ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური და სტატისტიკური ფორმების მომზადება სადაზღვევო ზედამხედველობისთვის წარდგენის მიზნით.
აუცილებელი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
- მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, ფინანსური რეპორტინგის მიმართულებით;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება).
პიროვნული უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სამუშაოს მოკლე ვადებში და სტრესულ სიტუაციებში შესრულების უნარი, ბოლო ვადების დაცვის ჩვევა;
- დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი.
მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული ტესტირებასა და გასაუბრებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „რეპორტინგის უმცროსი ოფიცერი“
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 16 ოქტომბერი.
დეტალური ინფორმაციისთვის:
ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge ;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.
განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.
GAU გისურვებთ წარმატებას!