სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

სს პროკრედიტ ბანკი

"GAU-ში სწავლის პერიოდში ჩემთვის დაუვიწყარი იყო ის დრო, როდესაც ვიყავი ნიუ იორკში, Fordham-ის უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლაში, ვესწრებოდი ლექციებს ამერიკის სამართლებრივი სისტემების შესახებ. კურსი მოიცავდა არა მხოლოდ...''

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

ს.ს. „ლომისი“, კომპანია „ნატახტარი“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიას

.. ლომისი, კომპანია „ნატახტარი“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

პოზიციაქსელის მარკეტინგის სპეციალისტი 

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოვალეობები: 

  • მარკეტინგული აქტივობების კონცეფციის შემუშავება, დაგეგმარებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდვების დეპარტამენტის მხარდაჭერა ეფექტური გაყიდვების მოდელების დანერგვისას; დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფა;
  • განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
  • სარეკლამო მასალების  ეფექტურად და მიზანდასახულად განაწილებისათვის შესაბამისი პროცედურებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
  • კონკურენტების აქტივობების ახლო მონიტორინგი; ბაზარზე განვითარებული მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიების  შემუშავება/აღსრულება;
  • მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგში;
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ და მძიმე სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;
  • გუნდური სულისკვეთება;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ინგლისურისა და რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • MS Office-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ge.anadoluefes.com 

გთხოვთ, ელ. ფოსტის დასათაურებაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2017 წლის 27 სექტემბერი.

 

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!