ს.ს. „ლომისი“, კომპანია „ნატახტარი“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:
პოზიცია: ქსელის მარკეტინგის სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი
მოვალეობები:
- მარკეტინგული აქტივობების კონცეფციის შემუშავება, დაგეგმარებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების დეპარტამენტის მხარდაჭერა ეფექტური გაყიდვების მოდელების დანერგვისას; დროული და კონსტრუქციული უკუკავშირის უზრუნველყოფა;
- განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
- სარეკლამო მასალების ეფექტურად და მიზანდასახულად განაწილებისათვის შესაბამისი პროცედურებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
- კონკურენტების აქტივობების ახლო მონიტორინგი; ბაზარზე განვითარებული მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება/აღსრულება;
- მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგში;
- მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ და მძიმე სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა;
- გუნდური სულისკვეთება;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისურისა და რუსულის მაღალ დონეზე ცოდნა;
- MS Office-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, ელ. ფოსტის დასათაურებაში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2017 წლის 27 სექტემბერი.
დეტალური ინფორმაციისთვის:
ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge ;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.
განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.
GAU გისურვებთ წარმატებას!