სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩემი პროფესიული კარიერა გაგრძელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ჯერ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, შემდეგ კი, ამავე სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოში...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი

ვაბაკო სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროგრამულ პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • პროგრამის შემოწმებისთვის სცენარების მომზადება, მათი მიხედვით სისტემის შემოწმება;
  • შეცდომების აღმოჩენა და რეგისტრაცია;
  • აღმოჩენილი შეცდომების აღწერა და მათი პროგრამისტისთვის ახსნა;
  • პროგრამისტის მიერ გასწორებული შეცდომების გადამოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები

  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
  • ანაზღაურება - საწყისი/პირველი ბიჯი - 550 ლარი ხელზე; მეორე ბიჯი - 750 ხელზე; მესამე ბიჯი - 1,000 ლარი ხელზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: QA Specialist.

დეტალური ინფორმაციისთვის:

ტელ: 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!