სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

Caucasus Road Project

"შეუფასებელია ის პროფესიონალიზმი და სწავლების მეთოდი რასაც ჩვენი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, ის გარემო და თბილი ატმოსფერო სადაც გვიწევდა სტუდენტობის გატარება ძალიან ტკბილად მაგონდება. რჩევა, რაც მინდა მომავალ GAU-ელებს მივცე, არის რომ არასოდეს თქვათ უარი დასახულ მიზანზე..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

თიბისი ბანკი

პოზიცია-განყოფილება

  • ბიზნეს ანალიტიკოსი
  • ბიზნეს ანალიზისა და ხარისხის უზრუნველყოფის განყოფილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ბაკალავრის ხარისხი, საურველია მაგისტრის ხარისხი;
  • ფინანსურ სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სისტემის დიაგრამებით აღწერის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ბიზნეს პროცესების ანალიზისა და მოდელირების გამოცდილება.

ფუნქცია - მოვალეობები 

  • პროექტის მოთხოვნების რეალიზაციის შესაძლებლობების ანალიზი;
  • მოთხოვნების შეგროვება, პროექტში მონაწილე მხარეებისგან დოკუმენტების ანალიზის, ინტერვიუებისა და შეხვედრების საშუალებით;
  • პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება;
  • ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა;
  • მომხმარებლის ინტერფეისის დეტალური აღწერილობის შექმნა;

ფუნქციონალური სპეციფიკაციების შეთანხმება როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის სპეციალისტებთან.

ფუნქციონალური ექსპერტის როლის შესრულება პროექტის დიზაინის, დაპროგრამების, ტესტირებისა და გაშვების ფაზებში;

გარკვეულ შემთხვევებში პროექტის მენეჯერის ფუნქციების შესრულება;

საკუთარი ინიციატივით (მინიმალური მეთვალყურეობის პირობებში) პროექტის სრული ციკლის შესრულების უზრუნველყოფა (მოთხოვნების ჩამოყალიბების ფაზიდან -  საბოლოო ტესტირებამდე და გადაცემამდე.)

უნარები

  • ანალიტიკური, ლოგიკური და პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი თვითმოტივაცია და ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.

დეტალური ინფორმაციისათვის გაუ-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.