სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

კომპანია სს ,,შატო მუხრანი''

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. მე ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიხარია რომ GAU-ს ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ამით..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

სტაჟირება თიბისი ბანკში

ვაკანსია სათაო ბანკში. საცალო სესხების გაყიდვების განყოფილებაში, სტაჟიორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები

  • განიხილებიან - III ან IV კურსის სტუდენტები;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, ექსელი განსაკუთრებით;
  • აუცილებელია ინგლისური, რუსული ენების ცოდნა; 

უნარები:

  • მოტივირებული
  • აქტიური
  • ინიციატივიანი
  • სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული 

მოვალეობები:

  • მივლინება რეგიონებში შეხვედრების მიზნით, ბანკის ფილიალებში ვიზიტის დროს პრობლემების გამოვლენა (პროცედურებში, ფრონტში არსებული ხარვეზები და ა.შ.);
  • სასესხო პროდუქტების ჭრილში ბაზრის კვლევა;
  •  პრომო აქციები დაგეგმვა და აქციისათვის მოსამზადებელი ქმედებების ჩატარება;
  • დამატებითი დაველებების შესრულება.

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.