სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

„გაუ-ს ფორმულა მარტივია - გახდი გაუ-ელი, გამოიყენე შემოთავაზებული შანსი და იქნები წარმატებული''. გაუ-ს დახმარებით გავიარე არაერთი პრაქტიკული კურსი, ამ კუთხით გაუ-ს სამართლის კლინიკა საქართველოში მოწინავეა. გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის...

პროფესორები და ლექტორები

ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა...

ვაკანსია - Next Brand

Next Brand, ეს არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ოპერირებს ფინანსურ ბაზარზე, კერძოდ კი აკავშირებს საფონდო ბირჟასა და მასში დაინტერესებულ პირებს, უწევს მათ კონსულტაციას და აძლევს საინვესტიციო რჩევებს ძირითადად, თანამშრომლებს ევალებათ შემდეგი  პუნქტების შესრულება: 

  • კლიენტებსა და საფონდო ბირჟას შორის შუამავლობა;
  • ინგლისურენოვანი კლიენტებისთვის საფონდო ბირჟის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მოკლევადიანი / გრძელვადიანი ფინანსური სტრატეგიების განსაზღვრა;
  • კლიენტებისთვის პერსონალური სესიების ჩატარება;
  • ფინანსური ბაზრის დეტალური ანალიზი და ამ ინფორმაციის კლიენტებისთვის მიწოდება;

გამომდინარე იქიდან, რომ GAU ზრუნავს საკუთარი სტუდენტების დასაქმებაზე და კარიერულ წინსვლაზე, გვსურს  ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ კომპანიაში არსებული ვაკანსიის შესახებ.

კომპანიის უპირატესობები:

  • კომპანია გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციასთან შედარებით;
  • თანამშრომლებს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს თბილისში - ახალგაზრდა და მოტივირებული ადამიანებისგან შემდგარ გუნდს;
  • კომპანია უზრუნველყობს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანიაში მაღალია კარიერული წინსვლის მაჩვენებელი;
  • კვალიფიციურ ტრეინინგებს ჩატარებულს უცხოელი ტრენერების მიერ.

დასასრულისთვის, წერილს თან ვურთავთ ჩვენი ვაკანსიის ლინკს, რომელიც გვსურს გადაუგზავნოთ თქვენს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, რათა შეავსონ.

შევსებულ აპლიკაციებს განიხილავს Next Brand-ის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი და მოხდება დაკავშირება თითოეულ შესაფერის კანდიდატთან.

https://docs.google.com/forms/d/1AmBIx5p0CmUFfbJ3O7LsVcQEc7mQLprF19obax1...

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.