სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ ჩხენკელმა ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სადაც იგი იყო აკადემიკოს მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მიხეილ ჩხენკელმა...

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის სფეროში დასაქმების მიზნით დაინტერესებულია შემდეგი სპეციალობის კურსდამთავრებულებით ან სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებით:

  • საერთაშორისო სამართალი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები
  • ეკონომიკა
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა
  • სასურველია სხვა უცხო ენის ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობების ნიმუში: (აღნიშნული განსხვავდება ქვეყნების მიხედვით)

  1. უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებას და პერიოდულ ანალიზს აზია-აფრიკის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის (ექსპორტ-იმპორტის) შესახებ საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ოპტიმალურად გამოყენებისა და გაფართოების მიზნით;
  2. უზრუნველყოფს აზია-აფრიკის რეგიონის და სხვა ქვეყნების ადგილობრივი ბაზრების შესწავლას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; 
  3. ეხმარება კომპანიებს აზია-აფრიკის რეგიონის და სხვა ქვეყნების მარკეტინგულ კომპანიებთან და ბიზნეს-ოპერატორებთან კონტაქტების დამყარებაში; 
  4. უზრუნველყოფს აზია-აფრიკის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობით დაინტერესებული ბიზნეს - ოპერატორებისთვის საინფორმაციო მომსახურების გაწევას, სავაჭრო შეღავათების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
  5. უზრუნველყოფს აზია-აფრიკის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან სახელშეკრულებო ბაზის შემდგომი სრულყოფისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეთანხმების პროექტებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას და სათანადო დასკვნების მომზადებას;
  6. უზრუნველყოფს აზია-აფრიკის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებას და დელეგაციების ურთიერთვიზიტებისათვის სათანადო მასალების მომზადებას;
  7. უზრუნველყოფს აზია-აფრიკის რეგიონთან და სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების ორგანიზებას, კომისიის სხდომის ოქმით განსაზღვრული საკითხების მომზადებას და შემდგომში მათი შესრულების მონიტორინგს;
  8. კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს დიპლომატიურ კორპუსთან, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებასთან;
  9. უზრუნველყოფს შემოსული კორესპონდენციის დამუშავებას და ახდენს სათანადო რეაგირებას კომპეტენციის ფარგლებში.
  • შერჩევის მიზნით დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდებათ წერითი დავალება, რომელიც გულისხმობს ინგლისურ ენაზე დავალების შესრულებას საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის თემატიკასთან დაკავშირებით. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას და შენარჩუნებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში სამინისტრო გთავაზობთ:

  1. თანამშრომელთა ორიენტაცია/ადაპტაცია
  2. მოტივაციის სისტემები
  3. განვითარების საშუალება
  4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა
  5. კარგი კორპორატიული კულტურა და მაღალი სტანდარტის ეთიკური გარემო

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გააგზავნოთ მეილზე nsiradze@economy.ge ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით ნათია სირაძეს 599092529.