სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

GAU-ში არანაირი შრომა არ რჩება დაუფასებელი. პირადად მე მთელი სასწავლო პერიოდის განმავლობაში GAU-ს 100 %-იანი გრანტის მფლობელი ვიყავი და საშუალება მქონდა ამ დონის განათლება უფასოდ მიმეღო, რაშიც ისევ და ისევ GAU-ში შეძენილი ცოდნა და საკუთარ თავზე მუშაობის უნარი მეხმარებოდა...

პროფესორები და ლექტორები

2011 წელს ჩაირიცხა Queen Mary University of London-ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე და გახდა აღნიშნული უნივერსიტეტის სტიპენდიანტი (100% გრანტით). ლონდონში წარჩინებით დაამთავრა LLM, რომლის ფარგლებშიც გაიარა შემდეგი მოდულები: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო და შედარებითი სოციალური იუსტიცია...

Caucasus Genetics LTD - მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერის სტაჟიორის თანამდებობაზე ვაკანსია

Caucasus Genetics LTD აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერის სტაჟიორის თანამდებობაზე შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. 

ვალდებულებები:

  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
  • გაყიდვების წარმოება და გაყიდვების ზრდა;
  • მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია;
  • მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა და არსებული კლიენტების შენარჩუნება, მათთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
  • მოლაპარაკების წარმოება,შეხვედრების და პრეზენტაციების დაგეგმვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლეს განათლებული ან სტუდენტი (მარკეტინგის სპეციალობის);
  • გაყიდვების და მარკეტინგის ტექნიკების ცოდნა და მისი გამოყენების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერა, საუბარი)
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel, PowerPoint) 

პიროვნულიმახასიათებლები:

  • საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი
  • ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა 

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია) 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV (ფოტო სურათით) ელ-ფოსტაზე hr@caucasusgenetics.ge არაუგვიანეს 5 მარტისა.

დეტალური ინფორმაციისათვის გაუ-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.