სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

სამშენებლო კომპანია ,,მოდული''

2011 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა და იმავე წელს გავაგრძელე სწავლა GAU-ს სამაგისტრო პროგრამაზე საჯარო სამართლის მიმართულებით, 2013 წლის ივლისში კი მივიღე მაგისტრის ხარისხი...

პროფესორები და ლექტორები

მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებაში მომკვლევად. 1998-2002 წწ. იყო ასოციაცია ,,სამართალი და თავისუფლების" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2003 წლიდან ს/ს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი''-ის იურისტი. იყო საადვოკატო ბიურო ,,სვანიძე და პარტნიორების" ადვოკატი.

საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე

საქართველოს ბანკი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე გაყიდვების კონსულტანტი სერვისცენტრის მომხმარებლებს უწევს კონსულტაციას დისტანციური არხების (ინტერნეტტერმინალი, Express Pay-ს გადახდის აპარატი და
ბანკომატი) შესახებ და ეხმარება მათი გამოყენებისას.
 
სამუშაო განრიგი: 10:30-18:00 სთ; 13:00-21:00 სთ
 
ანაზღაურება: ფიქსირებული 300 ლარი, დამატებით ყოველთვიური ბონუსი, რომელიც განისაზღვრება გაყიდვების შედეგების შესაბამისად.
 
ძირითადი მოვალეობები
  • სერვისცენტრში შემოსულ მომხმარებლებთან პირველადი გასაუბრება, პროდუქტების შეთავაზება და კონსულტაციის გაწევა, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
  • დისტანციურ საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
  • რიგების მართვა; რიგში მდგარი მომხმარებლებისთვის დისტანციური სერვისების (ინტერნეტბანკი, Express Pay-ს გადახდის აპარატი ან ბანკომატი) შეთავაზება.
აუცილებელი ცოდნა და უნარები
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურებისა და გაყიდვების უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები - აზრის ცხადად და გამართულად გამოხატვის უნარი;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა, პრეზენტაბელობა.
შერჩევის პროცესი
 
პირველადი გადარჩევა - რეზიუმეში და/ან ბანკის სააპლიკაციო ფორმაში ფიქსირებული მონაცემები;
მეორე ეტაპი - ჯგუფური სიტუაციური თამაში („ქეისის'' განხილვა);
მესამე ეტაპი - ინდივიდუალური გასაუბრება;
მეოთხე ეტაპი - ტრენინგი.
 
განათლება: სტუდენტი ან ახალკურსდამთავრებული;
 
სამუშაო გამოცდილება: სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

დეტალური ინფორმაციისათვის გაუ-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით:  

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
ტელ: 558-19-51-19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.