სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩემი პროფესიული კარიერა გაგრძელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ჯერ პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, შემდეგ კი, ამავე სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დასავლეთ ევროპის სამმართველოში...

პროფესორები და ლექტორები

გია ტარიელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2009 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი - უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

„საქართველოს ბანკის'' პერსონალის მართვის ასისტენტის სტაჟირების პროგრამა

პროგრამის აღწერა:
 
სტაჟირების განმავლობაში გაეცნობით და უშუალოდ მიიღებთ მონაწილეობას ბანკის პერსონალის შერჩევის, დოკუმენტური ადმინისტრირების და პერსონალის განვითარების პროცესებში.
 
სტაჟირების დასასრულს შეიძენთ საფუძვლიან ცოდნას და მნიშვნელოვან გამოცდილებას ისეთი საკითხების შესახებ, როგორიც არის: ვაკანსიის დაკვეთა, ვაკანსიის განცხადების მომზადება, გამოცხადება, საკონკურსო პროცედურის ეტაპები და კონკურსის ორგანიზება, აპლიკანტებთან კომუნიკაცია, პერსონალის დაქირავება, პერსონალის მართვის ბაზების წარმოება, პროგრამული უზრუნველყოფა (HR Software), პერსონალის განვითარების პროგრამების დაგეგმვა, მხარდაჭერა და სხვა.
სტაჟირების განმავლობაში თქვენგან მოველით პროგრამის სრული რესურსის გამოყენებას, რაც დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ძლიერი მხარეები და მიმართულებები შემდგომი განვითარებისთვის და შედეგად შეიქმნათ გრძელვადიანი წარმატებული კარიერის შესაძლებლობა წამყვან ფინანსურ ინსტიტუტში.
 
პროგრამის მოთხოვნები:
 
  • მე-3,4 კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები, ახალკურსდამთავრებულები;
  • მაღალ აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, მნიშველოვანია თქვენი სხვა პროფესიული მიღწევებიც;
  • ძალიან კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
  • პროფესიონალური მიმოწერის წარმოების უნარი;
  • ენების ცოდნა: ქართული თავისუფლად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა კარგად;
  • კეთილგანწყობა, ყურადღების გამოხატვა, დახმარების მზაობა;
  • კონფიდენციალური და საქმიანი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
  • დატვირთულ და მცირე დროის პირობებში მუშაობის უნარი, სტრესისადმი გამძლეობა;
  • ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე და სიზუსტე;
  • სხარტი, ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობა, კოლეგიალურობა, ძლიერი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი, მოტივაცია, ინიციატივა.

შერჩევის პროცესი მოიცავს:

  • პირველადი გადარჩევა – კანდიდატის შესაბამისობის დადგენა პროგრამის მოთხოვნებთან;
  • ტესტირება – უნარების ტესტი (მათემატიკა, ლოგიკა, ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე და სიზუსტე, პროფესიონალური მიმოწერის წარმოება, დაგეგმვა);
  • გასაუბრება – კანდიდატის კომპეტენციებისა და ცოდნის შესაბამისობის დადგენა/შეფასება.

დეტალური ინფორმაციისათვის გაუ-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.