სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მეოთხე კურსის მსვლელობისას გავხდი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე, რომლის შედეგადაც გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. გაუ უმაღლესი დონის განათლებას სთავაზობს თავის სტუდენტებს. ამაში ამერიკაში სწავლის დროს განსაკუთრებით დავრწმუნდი...

პროფესორები და ლექტორები

მაია დიასამიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწევა 2001 წლიდან. ასწავლიდა ინგლისურ ენას დიპლომატიურ აკადემიაში (2001-2010წ.) შავი ზღვის უნივერსიტეტში (2007წ.) ენების დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში (2001-2010წ). 2005 წელს გაიარა ტრენინგი ,,თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიები“...

სადაზღვევო კომპანია ალდაგი

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დეპარტამენტის პროგრამული განვითარების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი - პარასკევი, სრული განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები

  • ფინანსური პროგრამის დანერგვისთვის საჭირო ამოცანების დაგეგმვა და განხორციელება
  • ფინანსური აღრიცხვის და რეპორტინგის განყოფილებებთან კოორდინირებულად მუშაობა ფინანსური პროგრამის განვითარებისა და გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით
  • ფინანსური პროექტების განხორციელება
  • ფინანსური რეპორტების ფორმების მომზადება
  • ფინანსურ პროგრამაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა, ანალიტიკა და ხარვეზების აღმოფხვრა 

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით
  • აუცილებელია დამატებითი განათლება/კურსები ფინანსური აღრიცხვის ან/და რეპორტინგის მიმართულებით
  • აუცილებელია ფინანსურ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
  • SQL ცოდნა
  • MS Excel-ის კარგად ცოდნა 

პიროვნული უნარები

  • ანალიტიკური აზროვნება
  • სამუშაოს დაგეგმვის და დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი
  • ორგანიზებულობა
  • დროის მართვის უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფინანსური დეპარტამენტის პროგრამული განვითარების სპეციალისტი

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N303 ოთახი. 

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.