სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"GAU-ს სწორად ჩამოყალიბებულმა და ეფექტურმა პროგრამამ საშუალება მომცა სწავლის დაწყების ადრეულ ეტაპზევე კონკურენცია გამეწია სხვა უნივერსიტეტების მრავალი უფროსკურსელისა და კუსრდამთვრებულისთვის და წარმატებით გამევლო შერჩევის რამდენიმე ეტაპი..."

პროფესორები და ლექტორები

აკაკი ჩარგეიშვილი 2001-წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას, არის ,,ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზი’’-ს პარტნიორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. გავლილი აქვს სპეციალური საკვალიფიკაციო სწავლებები: TaCis-ის სახელმწიფო მოხელეთა კოლეჯში, ბუდაპეშტის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში...

ისთ ფოინთი ვაკანსია

პოზიცია: ოფის მენეჯერი (შეთავსებით HR ასისტენტი)

ანაზღაურება: 700 ლარი

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 19:00

ძირითადი მოვალეობები:

  • სათაო ოფისში შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი, საჭირო ინფორმაციის მიწოდება, გადამისამართება.
  • შეხვედრების ორგანიზება, სტუმრებისთვის ყავა/ჩაის მომზადება/შეთავაზება.
  • ოფისის მოწესრიგება შეხვედრების/ტესტირებების/გასაუბრებების შემდეგ.
  • წერილების გაგზავნა (ფოსტასთან ურთიერთობა).
  • დირექტორისა და სათაო ოფისის თანამშრომლების დახმარება სხვადასხვა ადმინისტრაციულ საკითხებში.
  • ახალი/არსებული თანამშრომლებისთვის ხელშეკრულებების მომზადება/განახლება.
  • ახალი თანამშრომლებისთვის ინტეგრაციის სესიების ჩატარება.
  • HR მონაცემთა ბაზაში ცვლილებების დარეგისტრირება - შვებულება, მიღება, გადაყვანა, გათავისუფლება.
  • კანდიდატების დაბარება გასაუბრებებსა და ტესტირებებზე; შედეგების შესახებ უკუკავშირის მიწოდება.
  • ტესტების გასწორება, შედეგების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირება. 

მოთხოვნები:

  • III ან IV კურსის სტუდენტი
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ან სტაჟირება) ნებისმიერი მიმართულებით
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

 განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.