სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

დანიის ლტოლვილთა საბჭო

2014 წელს მომენიჭა GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი. ჩემთვის, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული 4 წელი გახდა კარიერული წარმატების ძლიერი საფუძველი. კვალიფიციური აკადემიური კოლექტივი, სტუდენტის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე მუშაობს სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, არის არქიტექტორი, Autodesk-ის და Graphisoft-ის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის სერტიფიცირებული პედაგოგი...

ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ტენდერების უმცროსი ადმინისტრატორის თანამდებობაზე

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ტენდერების უმცროსი ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, პუშკინის 3

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი – პარასკევი, სრული განაკვეთი)

ძირითადი მოვალეობები

  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული მთლიანი პროცესის მართვა;
  • შემსყიდველ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმების და შესაბამისი პოლისების გაცემის კოორდინაცია;
  • ტენდერით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ადმინისტრირება; შემსყიდველისთვის მომსახურების გაწევა;
  • სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმდინარე საკითხების მართვა/პრობლემების აღმოფხვრა.

აუცილებელი მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იურიდიული მიმართულებით)
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება (ან სტაჟირების გამოცდილება) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel. MS Outlook) 

პიროვნული უნარები

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • კომუნიკაციის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

მხოლოდ ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სადაზღვევო ხელშეკრულებების სპეციალისტი

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა:  2016 წლის 8 აპრილი.

დეტალური ინფორმაციისათვის GAU-ს სტუდენტები დაგვიკავშირდით: 

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314) 
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია.