სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

“კინგსი საქართველო” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

კინგსი საქართველო“ განათლების სფეროში 2012 წლიდან საქმიანობს და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით ხელს უწყობს სკოლის სოციუმის განვითარებასა და მოდერნიზებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად. 

სამუშაოს აღწერა:

  • მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და განხორციელება - როგორ გავაგებინოთ მათ,  ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ კინგსი მოსწავლის განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
  • სოც. მედია მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა და განხორცილება - საგანმანათლებლო და ამავდროულად სახალისო კამპანია, რომელიც აღფრთოვანებით აღავსებს და ერთიანად მოიცავს სოციალურ ქსელს.
  • საგანმანათლებლო სფეროს მარკეტინგული ივენთების დაგეგმვა და განხორციელება - ერთად მოვიფიქროთ, თუ რა გავაკეთოთ რომ საოლიმპიადე აქტივობები იყოს სრულიად შესაბამისი სიტყვისა „საუცხოო“.
  • კონტენტის შექმნა და განთავსება კომპანიის საკომუნიკაციო არხებზე (ვებ გვერდი, Facebook Fun Page, YouTube channel, ბლოგი) - საქმე სიტყვიანი, სიტყვა საქმიანიო - რომ იტყვიან.
  • მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი - აქ დაგჭირდება სიღრმისეული ცოდნა ტერმინისა „კავშირი-უკუკავშირი“, და ა.შ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამონათვალი:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/მარკეტინგის მენეჯმენტის მიმართულებით
  • მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება  სასურველია
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ენების ცოდნა (ინგლისური/რუსული) სასურველია

 

პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • კრეატიულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

რეზიუმეების მიღება გრძელდება 2017 წლის 28 თებერვლამდე.

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!