სტუდენტის მენიუ

GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის პროფესიული ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც GAU-ში სწავლის დროს შევიძინე. ამ უნივერსიტეტში 6 წელი გავატარე და ამ ხნის განმავლობაში, გარდა უაღრესად დატვირთული სასწავლო პროცესისა, უამრავ სხვადასხვა პროგრამაში, კონფერენციასა...

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

ს.ს. „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე

კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმაზე მეურნეობა, მწყრის ფერმა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასემელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.
 
კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge
 
ს.ს. „ნიკორა“ აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სპეციალისტის პოზიციაზე;
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  •  „ნიკორა“-ს ჰოლდინგში არსებული შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებების და პროცესების აუდიტი;
  • არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რეკომენდაციის შემუშავება, ხელმძღვანელისათვის გაცნობა და შემდგომი შესრულების მონიტორინგი;
  • განყოფილების უფროსის მიერ მიცემული დავალებების დროულად შესრულება;
  • შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედება და კვარტლური რეპორტინგი;
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
  • აუცილებელია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • ფინანსურ მენეჯერად მუშაობის გამოცდილება სასურველია;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word) და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (რეზიუმეში მიუთითეთ კონკრეტული ჩამონათვალი);
  • ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
  
დამატებითი მოთხოვნები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • ლოგიკური აზროვნების უნარი
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
 
რეზიუმეების მირების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 თებერვალი

ტელ: 2 20 65 20 (312); 2 20 65 20 (314)
მობ: 558 19 51 19
ელ-ფოსტა: nanutsa.kiknadze@gau.ge;
ადმინისტრაცია - N313 ოთახი.  

განიხილება იმ სტუდენტების რეზიუმე, ვისი GPA 2.05 - ზე მაღალია. 

GAU გისურვებთ წარმატებას!