MPM - ტრენერები

Davit Papuashvili

დავით პაპუაშვილი - 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997).

Zviad Rusia

 

ზვიად რუსია - 1997 წლიდან მუშაობს საერთაშორისო სასტუმრო ქსელის ბიზნესში, ფინანსისტი.19 წლიანი გამოცდილება კერძო სექტორში ბუღალტრულ აღრიცხვასა და მომსახურების სფეროში. 2 წლიანი გამოცდილება ლექტორად მუშაობის ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით (გაუ). უმაღლესი განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სერტიფიცირებული 6Sigma Black Belt in hospitality industry 2006. ამჟამად მუშაობს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ფინანსურ დირექტორად.

 

Malkhaz Odishariaმალხაზ ოდიშარია - სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი.  1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწავლო ცენტრის „SoftMaker''-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2011 წელს მიენიჭა Microsoft Certified Technology Specialist (MCTS)-ის წოდება. 2003 წლიდან იყო მიწვეული ტრენერი კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით შემდეგ ორგანიზაციებში: ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მრავალი სხვა.   

 

Mikheil Gavasheli

მიხეილ გავაშელი - 2013 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. არის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალიზებული ჯგუფების საცალო-საკრედიტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2007-2012 წლებში იყო საქართველოს ბანკში ფინანსური რისკების განყოფილების უფროსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს მუშაობდა Boldwater Capital-სა და FleetBoston Financial -ში რისკ მენეჯმენტის და ფინანსრუსი ინჟინერიის განხრით.

განათლება მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში Northeastern University -ში. აქვს მათემატიკის დოქტორის ხარისხი. ფლობს MatLab, Visual Basic, Excel VBA, SQL, Oracle პროგრამირების ენებს. აქვს "NASD Series 7" სერთიფიკატი.

 

Nata Bejiashvili

ნატა ბაჯიაშვილი - 2008 წლიდან მუშაობდა შპს "Delta Systems"-ის ERP-ის განყოფილებაში პროექტის მენეჯერად; 2010-2011 წლებში შეუერთდა სს "Georgian Water & Power"-ის IT განყოფილების გუნდს, სადაც ახდენდა ERP-სა და CRM სისტემების ადმინისტრირებას. 2011 წლიდან მუშაობს სს "კავკასუს ონლაინის" IT განყოფილებაში, სადაც განახორციელა  SAP ERP-ის დანერგვა და ამჟამად ხელმძღვანელობს SAP-ის ექსპერტიზის ცენტრს.
განხორციელებული პროექტების ჩანოთვალია: 
სს "კავკასუს ონლაინი" - SAP ERP-ის დანერგვა;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - მოსწავლეების და სტუდენტების აღრიცხვის სისტემა;
სს "რუსთავის წყალი" - 1C: ERP System-ის დანერგვა;
სს "ნიკორა" - 1C: ERP System-ის დანერგვა​.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო - Docflow system-ის დანერგვა და ინტეგრირება;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო - 1C: ERP System-ის და Docflow system-ის დანერგვა და ინტეგრირება;
სს "Georgian Water & Power" - 1C: ERP System-ის დანერგვა, МS CRM System-ის  დანერგვა და ინტეგრირება Cisco Call Center System-თან;
2003 წლიდან არის ლექტორი, ამჟამად პროფესორი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და კითხულობს ლექციებს ფინანსური და ბიზნეს ანალიზის, IT პროექტების მენეჯმენტის და პროგრამის ხარისხის მენეჯმენტის განხრით. ასევე, 2009-2010 წლებში იყო Microsoft Office აპლიკაციების ტრენერი "Delta Learning"-ის სწავლებისა და სერთიფიკაციის ცენტრში.
არის სხვადასხვა პუბლიკაციების ავტორი. ​ფლობს ​HTML, 1C: ERP, MS Project, SAP ERP, MS CRM, JIRA სხვა კომპიუტერულ უნარებს. აქვს Microsoft-ის, SAP-ის და 1C-ს სერტიფიკატები.