დავით პაპუაშვილი - 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით. განათლება მიღებული აქვს აშშ-ში, ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლაში ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997).
ზვიად რუსია - 1997 წლიდან მუშაობს საერთაშორისო სასტუმრო ქსელის ბიზნესში, ფინანსისტი.19 წლიანი გამოცდილება კერძო სექტორში ბუღალტრულ აღრიცხვასა და მომსახურების სფეროში. 2 წლიანი გამოცდილება ლექტორად მუშაობის ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით (გაუ). უმაღლესი განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. სერტიფიცირებული 6Sigma Black Belt in hospitality industry 2006. ამჟამად მუშაობს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ფინანსურ დირექტორად.
მალხაზ ოდიშარია - სასწავლო ცენტრი „აითი-ნოლიჯი'' - ტრენინგების კოორდინატორი, ინსტრუქტორი. 1997 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპიუტერულ სასწავლებლებში ტრენინგების ინსტრუქტორად. 2001-2008 წლებში კომპიუტერული სასწავლო ცენტრის „SoftMaker''-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2011 წელს მიენიჭა Microsoft Certified Technology Specialist (MCTS)-ის წოდება. 2003 წლიდან იყო მიწვეული ტრენერი კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებით შემდეგ ორგანიზაციებში: ეროვნული ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, საქართველოს ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მრავალი სხვა.
მიხეილ გავაშელი - 2013 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. არის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალიზებული ჯგუფების საცალო-საკრედიტო განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2007-2012 წლებში იყო საქართველოს ბანკში ფინანსური რისკების განყოფილების უფროსი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს მუშაობდა Boldwater Capital-სა და FleetBoston Financial -ში რისკ მენეჯმენტის და ფინანსრუსი ინჟინერიის განხრით.
განათლება მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში Northeastern University -ში. აქვს მათემატიკის დოქტორის ხარისხი. ფლობს MatLab, Visual Basic, Excel VBA, SQL, Oracle პროგრამირების ენებს. აქვს "NASD Series 7" სერთიფიკატი.