GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მუშაობის სწავლის ადრეულ ეტაპზევე დაწყება და შემდგომი წარმატების მიღწევა სწორედ გაუ-ში შეძენილი განათლებისა და უნარ-ჩვევების საშუალებით მოვახერხე..."

პროფესორები და ლექტორები

თეა არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, აკადემიური დოქტორი. იგი არის 25 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; მონაწილეა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, გამოცემული აქვს 2 დამხმარე სახელმძღვანელო და 1 მონოგრაფია...

GAU-ს იურიდიული კლინიკა მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერად

29 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულმა კლინიკამ სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. გაუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო იურიდიული კლინიკის მუშაობა მიმართული იქნება ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად, რაც უფასო იურიდიულ სერვისს გულისხმობს.

 
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ:
 
  • გაუ-ს დამფუძნებელი, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი - პროფ. ზაზა რუხაძე
  • გაუ-ს PR მენეჯერი - ეკატერინე ტოგონიძე
  • გაუ-ს იურიდიული კლინიკის პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. მარინე კვაჭაძე
  • გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტი - მარიამ ხევიაშვილი
გაუ-ს იურიდიული კლინიკა სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის საფუძველზე 2008 წელს ჩამოყალიბდა. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ეუფლებიან ადვოკატირების უნარ-ჩვევებს. თითოეულ საქმეს უნივერსიტეტის მაღალკურსელები პროფესორებსა და მოქმედ ადვოკატებთან ერთად სწავლობენ და განიხილავენ.
 
GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!