GAU-ს კურსდამთავრებულები

საგარეო საქმეთა სამინისტრო

GAU-მ გამიწია რეკომენდაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა გამეარა პრაქტიკა ამერიკის დეპარტამენტში ჩემი ცოდნის ასამაღლებლად, პრაქტიკის დასრულებისთანავე დავინიშნე სტაჟიორად უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში, სადაც ამჟამად ვმუშაობ...

პროფესორები და ლექტორები

კონსტანტინე კულიჯანოვმა თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა. მიღებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტის კომპუტერული ტექნოლოგების სპეციალობის მაგისტრის ხარისხი. 2009 წელს დაამთავრა ბიზნესის სკოლა ESM-ის და მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების...

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე GAU-ში - იუსტიციის მინისტრი

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის თემა ადამიანის უფლებები და ამ სფეროში ქვეყანაში არსებული ვითარება იყო.

საჯარო ლექციაზე თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ საკანონმდებლო რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამართლიანი სასამართლოს, შრომის უფლებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში წინგადადგმულ ნაბიჯებზე. მინისტრის თქმით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით პირველად შემუშავდა ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელმაც ქვეყანაში შექმნა მყარი სამართლებრივი ბაზა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეფექტურად საბრძოლველად.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან აღინიშნება. 1948 წლის 10 დეკემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ სწორედ ამ დოკუმენტის მიღების თარიღი დაწესდა.