GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება. სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა...

პროფესორები და ლექტორები

ნინო მესხიშვილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია ALPE (სამართლებრივი განათლების ფონდი). პარალელურად მონაწილეობდა ALPE –ს მიერ განხორციელებულ 2 პროექტში: ''სამართალდამცავ სტრუქტურების რეფორმირების სამოქალაქო მხაედაჭერა” პროგრამის კოორდინატორად და ''ვსწავლობთ დემოკრატიას” პროგრამის ასისტენტი.

გაუ-ში ფოტოკონკურსის "6 ჟანრი" დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

გიგი ხარაძე, ფოტოკონკურსი

2010 წლის 12 და 13 ნოემბერს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ამავე უნივერსიტეტის ეგიდით და G&G Project-ის (გიგი ხარაძე და გიო იმნაძე) ორგანიზებით გაიმართა ფოტოკონკურსი-გამოფენა სახელწოდებით „6 ჟანრი".

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, კონკურსის პირობით თითოეულ მათგანს შესაძლებლობა მიეცა 6 სხვადასხვა ჟანრს შორის აერჩია სასურველი და შესაბამისი თემატიკის ფოტო გამოეგზავნა. საკონკურსო ჟანრებში შედიოდა: პეიზაჟი, პორტრეტი, გლამური, რეპორტაჟი, სარეკლამო ფოტო და კრეატივი.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად 35-მა ფოტოხელოვანმა 400-ზე მეტი ნამუშევარი წარმოადგინა, საიდანაც საკონკურსოდ 100 საუკეთესო ფოტო შეირჩა.

კონკურსის დღეს ფოტოები ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, დამთვალიერებლებისა და ჟიურის წევრების წინაშე გამოიფინა. კომპეტენტური ჟიური სხვადასხვა ჟანრში მომუშავე ფოტოხელოვანების - მარიკა ამურველაშვილისა და მარი ნაკანი-მამასახლისის სახით იყო წარმოდგენილი.

ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად სულ 7 გამარჯვებული გამოვლინდა, ერთი - კონკურსის საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში, დანარჩენი ექვსი კი თითოეულ ჟანრში საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში.

გამარჯვებულ კონკურსანტებს ორგანიზატორებისაგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ინიცირებასა და ხელშეწყობას.