GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ბანკი

მესამე კურსიდან გავდიოდი სტაჟირებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში. 2013 წელს მომიწია შერჩევის რამოდენიმე ეტაპის გავლა თიბისი ბანკში, რის შემდეგაც...

პროფესორები და ლექტორები

დადუნა ხუციშვილის დისერტაციით დაინტერესდა LAMBERT Academic Publishing, რომელმაც გამოსცა ის წიგნად აშშ–ში, სახელწოდებით: “United States Foreign Policy Toward Georgia” – (Why EU Countries Should Be Interested in Georgia)...

თავდაცვის სამინისტროსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის

დღეიდან ძალაში შევიდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი დღეს GAU-ში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ და GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მოაწერეს.

შეხვედრას GAU-ს ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანი ზაზა რუხაძე და თავდაცვის სამინისტროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დაესწრნენ.

მემორანდუმის მიხედვით, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა უფასო იურიდიულ მომსახურებას გაუწევს სამხედრო და სამოქალაქო პირებს, რომლებსაც მუშაობის უნარი შეეზღუდათ ან დაკარგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, აგრეთვე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაშავების შედეგად.

ამასთანავე თავდაცვის სამინისტროსთან ითანამშრომლებენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, რომლებიც მოამზადებენ დასკვნებსა და კვლევებს. იგეგმება ერთობლივი საჯარო ლექციები, სემინარები და შეხვედრები, რომლებშიც GAU-ს სტუდენტები ჩაერთვებიან.