GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

"მეორე კურსის დასასრულს გავიარე ტესტირება და გასაუბრება საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც იმავე ჯგუფის 5 სტუდენტი ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში 3 თვიანი კონტრაქტით დაგვასაქმეს. მას შემდეგ, რაც სტაჟირების ვადა ამოიწურა, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ჩვენთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება გაეფორმებინათ..."

პროფესორები და ლექტორები

გია ტარიელაძის პროფესიული გამოცდილება მოიცავს საქმიანობას როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. 2009 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი - უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი), შემდეგ სსიპ - განათლების აკრედიტაციის (მოგვიანებით - განათლების ხარისხის განვითარების) ეროვნულ ცენტრში...

ყირგიზეთის მთავრობის PR გუნდი GAU-ში

8 მაისს GAU-ში შეხვედრა ყირგიზეთის მთავრობის უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელებთან შედგა. მათ GAU-ს სტუდენტებს, თვითმმართველობისა და ადმინისტრაციის წევრებს და GAU-ს თბილისის პიარსკოლის წარმომადგენლებს ყირგიზეთში არსებული გამოწვევები და საზოგადოებასთან ურთიერთობის გასააქტიურებლად განხორციელებული პროექტები გაუზიარეს. 

,,ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევა მოსახლეობასთან კომუნიკაციის გაუმჯობესების კუთხით'' - ეს მოხსენება დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინფორმაციო პოლიტიკის განყოფილების უფროსმა, გულნარა ტორალიევამ გააკეთა. 

შეხვედრაზე საინტერესო მაგალითები და პიარ აქტივობების ვიზუალური მასალა იყო წარმოდგენილი. დელეგაციის წევრებმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხეს. ბოლოს კი GAU-ს პრეზიდენტს რ. მაიკლ ქაუგილს შეხვდნენ და პიარსკოლის ლექტორების მოხსენება მოისმინეს სკოლის ისტორიისა და კურსების თაობაზე.

ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოს საჯარო უწყებების გამოცდილების გაცნობა იყო საკომუნიკაციო პოლიტიკის შექმნისა და დახვეწის კუთხით.