GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი ლიზინგი

GAU სტუდენტს აძლევს ბევრ შესაძლებლობას. მთავარია, გადაწყვიტო რისი გაკეთება გინდა და მოინდომო, GAU-ში მიღებული ცოდნა კი აუცილებლად დაგეხმარება არჩეულ გზაზე წარმატების მიღწევაში. 2016 წელს ჩავირიცხე GAU-ში სამაგისტრო პროგრამაზე, სწავლა კვლავ Quant...

პროფესორები და ლექტორები

ელისო ყვავაძეს აქვს სამეცნიერო მოღვაწეობის და პედაგოგობის 37 წლის სამუშაო სტაჟი.1967-1971 წლებში სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ბიოგეოგრაფიულ ფაკულტეტზე. როგორც წარჩინებული სტუდენტი ასევე იყო ლენინის სახელობის სტიპენდიანტი...

GeoLabi-ის გახსნა GAU-ში

GAU-ს 10 წლისთავზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში GeoLab • ჯეოლაბი დაიბადა.

ეს არის ინოვაციური მობილური და ვებ აპლიკაციების ლაბორატორია, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს. სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი GAU-ში ჯეოსელსა და Leavingstone-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ეს პროექტი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის საფუძველზე განხორციელდა. 

GeoLab-ში სტუდენტები შეძლებენ ბიზნესზე ორიენტირებული სერვისები, პროდუქტები და პროტოტიპები შექმნან, დაეუფლონ მომავლის პროფესიას და საკუთარი კრეატიული აზროვნების რეალიზებისთვის ტექნიკური უნარ–ჩვევები შეიძინონ.

პრეზენტაციაზე, რომელიც GAU-ში 13.00 საათზე გაიმართა, პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა; ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ქაშიბაძემ; ჯეოსელის გენერალურმა დირექტორმა, პაველ სმალინსკიმ, Leavingstone-ს წარმომადგენელმა, ვახო ვახტანგიშვილმა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა.

GeoLAB-ი GAU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ITI) განუყოფელი ნაწილია, სადაც სწავლა სამი თვის განმავლობაში 5 სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს: 

  • 3D დიზაინი, 
  • გრაფიკული დიზაინი, 
  • პროგრამირება, 
  • ელექტრონული პლატფორმები, 
  • პროგრამული პროექტების მართვა.