GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მადლობელი ვარ, რომ GAU-მ მომცა მაღალი ხარისხის განათლება და კარიერაში სწორი მიმართულება. სწორედ GAU-ში სწავლის პერიოდში მომეცა საშუალება ჩემი ცოდნა პრაქტიკაში გამომეყენებინა. GAU-ს დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე GAU-ში

19 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი'' პირადად გააცნო.

მან ახალგაზრდებს განუმარტა, თუ რა სიახლეებია 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით; რა მიდგომები ინერგება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული ბავშვების მიმართ.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ჩნდება ახალი მიმართულებები პროფესიებში. კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. მინისტრის მოადგილემ მომავალ ახალგაზრდა პროფესიონალებს ურჩია, დაინტერესდნენ ამ შესაძლებლობით და საკუთარი წვლილი შეიტანონ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ სრულყოფილად ამოქმედებაში. 

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია, მოზარდებს მათზე ორიენტირებული მართლმსაჯულებით მოეპყროს და უაღრესად ჰუმანური მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე და უკიდურეს შემთხვევაში დააკისროს სასჯელი. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

GAU-ს სტუდენტებს ამ თემაზე მალე იუსიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდება.