GAU-ს კურსდამთავრებულები

Williams College

"GAU-ს მთავარ უპირატესობად მივიჩნევ რაოდენობრივი ანალიზის განხრის არსებობას, რაც მოიცავს ისეთი საგნების სწავლის შესაძლებლობას (Fixed income, Investment, Value at Risk…), როგორებიც არ გვხვდება თბილისის სხვა უნივერსიტეტებში..."

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

GAU-ს სტუდენტები GAU-ს ულოცავენ დაბადების დღეს

დღეს 6 მარტს, GAU-ში დიდი მხიარულება იყო - ისმოდა შეძახილი:"GAU-ს GAU-მარჯოს!" ჟღერდა ხმამაღალი მუსიკა, წვიმდა ოქროსფერად და დაფრინავდნენ ჰელიუმის ბუშტები:))

GAU-ს 10 წლის იუბილეზე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს დაბადების დღე კურსდამთავრებულებმაც მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებაზე GAU-ში გვეწვივნენ. საიუბილეო ტორტი გლინტვეინის თანხლებით GAU ბენდის სიმღერების ფონზე გაიჭრა.

ამ დღეს GAU-ს სტუდენტების (BSS 16-2 ჯგუფის) ინიციატივით ჯანსაღ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - ფოიეში გამართული მიღების შემდეგ GAU-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სიმბოლურად 10 ხე დარგეს. კიპარისებს ყოველწლიურად, GAU-ს ზრდასთან ერთად, თითო ნერგი შეემატება.

GAU-ფრთხილდით GAU-ს და გარემოს!

გახსოვდეთ, GAU-ს 10-წლიანი წარმატების განმსაზღვრელი, ხარისხიანი განათლებისა და ინოვაციური პროგრამების, პროფესიონალთა გუნდისა და მაღალკვალიფიციური ლექტორების გარდა არიან ჩვენი მოტივირებული სტუდენტები და სასახელო კურსდამთავრებულები.