GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

GAU არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რაც წინაპირობაა შენი პროფესიული განვითარებისათვის. ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. შიდა კონკურსის საფუძველზე GAU-მ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასს...

პროფესორები და ლექტორები

დავით პაპუაშვილმა წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი...

,,რა? სად? როდის?“ GAU-ში

რა? - GAU-ს შიდა სტუდენტური ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში. სად? - რა თქმა უნდა, GAU-ში. როდის? – 14 მაისს, 14:00 საათზე.

თამაში GAU-ს ადმინისტრაციის, სტუდენტური ელჩებისა და საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებით შედგა. შეიკრიბა 10 სტუდენტური გუნდი და გაიმართა სამი 12 შეკითხვიანი რაუნდი. ყველაზე დაძაბული და აზარტული ბოლო ეტაპი აღმოჩნდა, როცა თითქმის ერთნაირი ქულების მქონე გუნდებისგან გამარჯვებული უნდა გამოვლენილიყო.

თამაში GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, განვითარების მენეჯერმა გია ჩქოფოიამ და წამყვანმა დათო გორგილაძემ შეაჯამეს. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: I - Madcow (21 ქულა); II - ვიცი (20 ქულა); III – RoaylQuant (19 ქულა).

მოთამაშეებს გამარჯვება სპონსორებმა შესანიშნავი საჩუქრებით მიულოცეს.

 

Madcow:

გიორგი ხმალაძე, ბექა ზურაბიშვილი, ალეკო აბულაძე, ირაკლი აბაშიძე, გიორგი გოგოლაშვილი, დავით ბოლქვაძე.

პრიზები:

  • ვაკის საცურაო აუზი (ნინო ლაცოშვილი მარკეტინგის სამსახურიდან)
  • საბროკერო კომპანია FX group - 500 ლარიანი ფულადი პრიზი (გენერალური დირექტორი - ლაშა ჭიღლაძე) 
  • საქართველოს „კლუბი რა? სად? როდის?“ - საგზური საქართველოს ჩემპიონატში.

ვიცი:

მარიამ ოშხერელი, დადუ მებუკე, რუსა მოსეშვილი, თათია ივანიშვილი, ბექა გოგალაძე.

პრიზი:

  • ნიუ ფარმა 600 ლარიანი ფულადი პრიზი (დამფუძნებლები, მათ შორის დავით ჩქოფოია)

Royal Quants:

ავთანდილ ხელოიშვილი, მარიამ ზედგინიძე, გიორგი ჩორგოლაშვილი, სალომე გოგიტიძე, ანი გაბაიძე, თამარ რუსია. 

პრიზი:

  • ფიტნეს კლუბი Urban Fitness​ - ულიმიტო აბონიმენტი გუნდის თითოეულ წევრს (წარმამადგენელი - ნიკა კახნიაშვილი)

დიდ მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერს, კომპანიას, რომლებიც დირექტორებისა და დამფუძნებლების სახით იყვნენ წარმოდგენილნი და სტუდენტებს გულიანად გულშემატკივრობდნენ.

ვულოცავთ GAUელებს გამარჯვებას და ინტელექტუალურ განვითარებას, წინსვლას, მეტ წარმატებას ვუსურვებთ!

,,რა? სად? როდის?“ GAU-ში ,,რა? სად? როდის?“ GAU-ში
,,რა? სად? როდის?“ GAU-ში ,,რა? სად? როდის?“ GAU-ში
,,რა? სად? როდის?“ GAU-ში ,,რა? სად? როდის?“ GAU-ში
,,რა? სად? როდის?“ GAU-ში ,,რა? სად? როდის?“ GAU-ში