GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

დავით პაპუაშვილი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: ეკონომიკა, საინფორმაციო სისტემების მართვა

დავით პაპუაშვილი დაიბადა 1983 წელს ქ. თბილისში, 1993-2005 წლებში ცხოვრობდა აშშ-ში სადაც მან წარჩინებით დაამთავრა ჯერ რიო რანჩოს უმაღლესი სკოლა (შტატი ნიუ მექსიკო) ხოლო შემდგომ ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტის ანდერსონის მენეჯმენტის სკოლა ფინანსური მენეჯმენტის განხრით. არის ნიუ მექსიკოს შტატის სენატის საპატიო ჯილდოს მფლობელი და სრულიად ამერიკის სტიპენდიის ლაურეატი (All-American Scholar - 1997წ.) ფინანსებთან ერთად, გააჩნია 4-წლიანი გამოცდილება კომპიუტერულ-საკონსულტინგო მომსახურებასა და საინფორმაციო სისტემებთან დაკავშირებული პროექტების მართვაში.

დავითი 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. განხორციელებული აქვს მონეტარულ პოლიტიკასთან/ოპერაციებთან და ასევე, საბანკო სისტემის საოპერაციო რისკების ზედამხედველობასთან დაკავშირებული მრავალი პროექტი. მიღებული აქვს მონაწილეობა საფინანსო სისტემასთან დაკავშირებულ არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სემინარსა და კონფერენციაში (მ.შ. გერმანიის ბუნდესბანკი, ნიდერლანდების ბანკი, ავსტრიის ეროვნული ბანკი, ინგლისის ბანკი, ჩეხეთის ეროვნული ბანკი) და მიღებული აქვს შესაბამისი სერთიფიკატები. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს 2007 წლიდან უმეტესწილად ეკონომიკისა და საინფორმაციო სისტემების მართვის მიმართულებით.

დავით პაპუაშვილი ჩოგბურთის მოყვარული და აქტიური მოთამაშეა, არის ეფლის (Apple) ტიპის კომპიუტერების სპეციალისტი. ასევე, უყვარს თავისუფალ დროს მთაში სიარული, მოგზაურობა და ვიკიპედიის ინტერნეტ-ენციკლოპედიის რედაქტირება.