GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი; ქართულ-ამერიკული-უნივერსიტეტი

2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი იყო. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ...

პროფესორები და ლექტორები

თამარ კიკნაძეს განათლება მიღებული აქვს მოსკოვის დიპლომატიური აკადემის დოქტორანტურაში, ინგლისის ლონდონ-პარკის სკოლაში, თბილისის მენეჯერთა სკოლაში, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტიში, 1988 წელს გაიარა სტაჟირება უნგრეთში, ქ. ავსტრიაში - ეკონომიკური განათლების სკოლაში, 2000-2001 წლებში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები...

GAU-ს ვიზიტი თელავში

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგელები „საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებათა ერთობლივი პროექტის ფარგლებში'' განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში.
 
12 თებერვალს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, მიხეილ ჩხენკელი ასევე ბიზნესის სკოლის დეკანის ასისტენტები და GAU-ს ელჩები (სტუდენტები) "პროფესიული ორიენტაციის განვითარების" თემაზე თელავის სკოლების უფროსკლასელებს შეხვდნენ. მათ აბიტურიენტებს სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებისთვის სასარგებლო რჩევები მისცეს, გაუზიარეს პირადი გამოცდილება და დაწვრილებით გააცნეს ინფორმაცია GAU-ს პროგრამების შესახებ.
 
შეხვედრის ბოლოს გათამაშდა GAU-ს სასწავლო ვაუჩერები, რომლებიც ათამდე იღბლიან აბიტურიენტს ერგო. ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გაიმართება. 23-24 თებერვალს GAU-ს წარმომადგენლები ზუგდიდსა და ფოთში მიემგზავრებიან.
 
განათლების თანამედროვე გამოწვევებსა და პროფესიული ორინეტაციის განვითარებაზე ლექცია-სემინარები შეხვედრები GAU-ს ინიციატივითა და საქართველოს სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. რეგიონული შეხვედრების ორგანიზებაში საქართველოს იურისტთა ასოციაცია ჩაერთო, რომელიც ხუთი წელია GAU-ს პარტნიორი ორგანიზაციაა და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან ერთობლივ პროექტებს ახორციელებს.
 
GAU-ს ვიზიტი თელავში GAU-ს ვიზიტი თელავში
GAU-ს ვიზიტი თელავში GAU-ს ვიზიტი თელავში