GAU-ს კურსდამთავრებულები

თიბისი; ქართულ-ამერიკული-უნივერსიტეტი

2006 წელს ჩავირიცხე GAU-ში და ჩავეწერე Quant-ის პროგრამაში. თავიდან გააზრებული არ მქონდა რა ჯგუფში ვეწერებოდი სანამ სწავლის პროცესი არ დაიწყო. უნდა ითქვას, რომ იოლი არ ყოფილა თუმცა არც შეუძლებელი იყო. 60 კაციდან მხოლოდ 16-მა დავასრულეთ ეს პროგრამა და საკმაოდ...

პროფესორები და ლექტორები

დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში...

გაუ გმობს ქალთა მიმართ ძალადობას და სხვადასხვა აქტივობით ეხმიანება

29 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიულმა კლინიკამ სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. გაუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო იურიდიული კლინიკის მუშაობა მიმართული იქნება ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად, რაც უფასო იურიდიულ სერვისს გულისხმობს.
 
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ:
 
  • გაუ-ს დამფუძნებელი, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი - პროფ. ზაზა რუხაძე
  • გაუ-ს PR მენეჯერი - ეკატერინე ტოგონიძე
  • გაუ-ს იურიდიული კლინიკის პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. მარინე კვაჭაძე
  • გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტი - მარიამ ხევიაშვილი
გაუ-ს იურიდიული კლინიკა სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის საფუძველზე 2008 წელს ჩამოყალიბდა. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ეუფლებიან ადვოკატირების უნარ-ჩვევებს. თითოეულ საქმეს უნივერსიტეტის მაღალკურსელები პროფესორებსა და მოქმედ ადვოკატებთან ერთად სწავლობენ და განიხილავენ.
 
GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!

 

გაუ-ს იურიდიული კლინიკის პრესკონფერენცია გაუ-ს იურიდიული კლინიკის პრესკონფერენცია
გაუ-ს იურიდიული კლინიკის პრესკონფერენცია გაუ-ს იურიდიული კლინიკის პრესკონფერენცია
გაუ-ს იურიდიული კლინიკის პრესკონფერენცია გაუ-ს იურიდიული კლინიკის პრესკონფერენცია