29 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის
იურიდიულმა კლინიკამ სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. გაუ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტების გამო იურიდიული კლინიკის მუშაობა მიმართული იქნება ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად, რაც უფასო იურიდიულ სერვისს გულისხმობს.
პრესკონფერენციას უძღვებოდნენ:
- გაუ-ს დამფუძნებელი, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი - პროფ. ზაზა რუხაძე
- გაუ-ს PR მენეჯერი - ეკატერინე ტოგონიძე
- გაუ-ს იურიდიული კლინიკის პროგრამის ხელმძღვანელი - პროფ. მარინე კვაჭაძე
- გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტი - მარიამ ხევიაშვილი
გაუ-ს იურიდიული კლინიკა სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის საფუძველზე 2008 წელს ჩამოყალიბდა. პროგრამა წარმოადგენს სასწავლო დისციპლინას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ეუფლებიან ადვოკატირების უნარ-ჩვევებს. თითოეულ საქმეს უნივერსიტეტის მაღალკურსელები პროფესორებსა და მოქმედ ადვოკატებთან ერთად სწავლობენ და განიხილავენ.
GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას!