GAU-ს კურსდამთავრებულები

TBSC Consulting

GAU არის ადგილი სადაც შეგიძლია მიიღო მაღალი ხარისხის განათლება, რაც წინაპირობაა შენი პროფესიული განვითარებისათვის. ვმუშაობ TBSC Consulting-ში ანალიტიკოსის პოზიციაზე. შიდა კონკურსის საფუძველზე GAU-მ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ჯორდან ბელფორტის მასტერკლასს...

პროფესორები და ლექტორები

მზია თოდუამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იურისტ-სამართალმცოდნეობის განხრით. 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე არის ქართულ-ამერიკული ინივერსიტეტის დოქტორანტი (სამართალმცოდნეობა)...

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ტემპუსის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ევროკავშირის (ECEA – TEMPUS) დაფინანსებით 2013 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო პროექტის ''EIGER - ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ორგანიზება საქართველოს სამ უნივერსიტეტში'' („EIGER-The organization of a common two-year master programme in three Georgian universities on ''European Integration and Employment Relations”, # 544098-TEMPUS-1-2013-1-BE-TEMPUS-JPCR (2013-4554/001-001) განხორციელება, რომელიც გაგრძელდება 2016 წლის 1 დეკემბრამდე.

ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა სამწლიანი სამაგისტრო პროგრამა: "სამაგისტრო პროგრამა - "ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ("European Integration and Employment Relations'', EIGER). საქართველოდან პროექტის განხორციელებაში ჩართულნი არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკულ და კავკასიის უნივერსიტეტები. შესაბამისად, სამაგისტრო კურსი წარმოადგენს ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მიიღებს მაგისტრანტებს სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე.

 

  • სამაგისტრო პროგრამის ძირითად მიმართულებები:
  • ეკონომიკის პოლიტიკა
  • აქმების პოლიტიკა ევროკავშირში
  • კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები
  • შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი
  • ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთბებში
  • აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრსისთ

პროექტის უცხოელი პარტნიორები  არიან:

  •  ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი)
  • პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი
  • მაგდებურგის უნივერსიტეტი
  • სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი

 

პროექტის ქართული მხარის კოორდინატორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

სამაგისტრო პროგრამის დადგენილი სასწავლო კურსების წამყვან სპეცილისტებად და ასისტენტებად დამტკიცდნენ:

სპეცილისტები:

ბექა ნაცვლიშვილი - ა)პოლიტიკური ეკონომიკა (Political economy); ბ)გლობალიზაცია და მისი სოციალური შედეგები (Globalisation and its social consequences);

რამაზ ფარესაშვილი - შრომითი ურთიერთობების ისტორია (History of work);

გიორგი ლილუაშვილი - ა) ევროკავშირი და შრომის საერთაშორისო სამართალი(European and International Labour Law) და ბ) შედარებით პერსპექტივაში საქართველოს შრომის სამართალი  (Labour law in Georgia in comparative perspective);

მარინა მუხსელიშვილი - ა) ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა ევროპის კავშირში(  Industrial relations systems in the EU); ბ) შედარებით პერსპექტივაში ინდუსტრიული ურთიერთობათა სისტემა საქართველოში (Industrial relations systems in Georgia in comparative perspective); სოციალური დიალოგი ევროკავშირში (Social Dialog in the EU)

მარინე კვაჭაძე - ადამიანის უფლებები ევროპის კავშირში(Human Rights in EU).

ბაქარ ბერეკაშვილი - გარდამავალი სოციალ-ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპაში (The socio-economic transition of Eastern Europe).

Vilrokx Jacques – ბრიუსელი თავისუფალი უნივერსიტეტი, EIGER-„ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ორგანიზება საქართველოს სამ უნივერსიტეტში“ პროექტის ხელმძღვანელი.

ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა
ტემპუსის პროგრამა ტემპუსის პროგრამა