GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

მერაბ ბარბაქაძე 1995 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას და მუშაობს გარემოს დაცვის სამართლის ექსპერტად როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. 2003–2011 წლებში იყო გაეროს ეეკ ორჰუსის კონვენციის შესრულების კომიტეტის წევრი...

საჯარო ლექცია "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნესი და საზოგადოება"

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო

 გაუ-ში ჩატარდა საჯარო ლექცია "კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR), ბიზნესი და საზოგადოება".

ლექციას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი, CSR-ზე  ორი წიგნის ავტორი - ლელა ხოფერია.

ლექციაზე განხილული იქნა კოპროპრაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია, კორპორაციული პასუხისმგებლობის როლი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის წარმოების პროცესში, გრძელვადიანი ბიზნეს სარგებელი, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს.

რა არის კორპორაციული საოციალური პასუხისმგებლობა?

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility) შედარებით ახალ და ძალიან სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთი-ერთი განუყოფელი კომპონენტი გახდა. სულ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ეს კონცეფცია განვითარებად ქვეყნებში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე. არსებითად, ეს არის ბიზნესის კეთილი ნება საკუთარ თავზე აიღოს  უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება,  იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ბიზნეს საქმიანობაზე საქმიანობის გაუმჯობესებული მენეჯმენტის, თანამშრომელთა და მომხმარებელთა  ლოიალობის ზრდის, ასევე კომპანიის იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზით. შესაბამისად, ამ კონცეფციის სიძლიერე, მისი მორალური ღირებულების გარდა, მდგომარეობს მრავალფეროვან და გრძელვადიან სარგებელში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს ყველა დაინტერესებული მხარისათვის - როგორც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, ასევე თავად ბიზნეს კომპანიებისათვის.