GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს ოპტიმალ გრუპ +

მეოთხე კურსი სადიპლომო ნამუშევრის მომზადებას დავუთმე. ეს იყო სარესტავრაციო შენობის რეალური პროექტი, რომელიც უკვე წარმატებით განხორციელდა. დიპლომის აღებიდან ორ თვეში მუშაობა A ტიპის ინსპექტირების ორგანოში დავიწყე. სადაც დღემდე ვმუშაობ. ამ კომპანიის...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

წიგნის პრეზენტაცია - „ქართული ენის ანტონიმთა ლექსიკონი“

24 დეკემბერს (2018) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის მესამე კურსის სტუდენტის, ნათია ტყემალაძის, წიგნის პრეზენტაცია - „ქართული ენის ანტონიმთა ლექსიკონი“.

წიგნის წარდგენას ესწრებოდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი, ლექტორი და სტუდენტები.

მას შემდეგ რაც თავად ავტორმა ისაუბრა წიგნის სპეციფიკასა და მნიშნვნელობაზე, მსმენელებს შესაძლებლობა მიეცათ, თავიანთი აზრი გამოეთქვათ წიგნის შესახებ. ქართული ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტის მცდელობა გადაედგა ნაბიჯი სამეცნიერო სამყაროსაკენ ძალიან დადებითად შეფასდა.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ამაყობს თავისი სტუდენტებით და მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს მათ გაბედულ და საინტერესო წამოწყებას. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ნათიას და წარმატებას ვუსურვებთ მას.