GAU-ს კურსდამთავრებულები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

"მაგისტრატურის მე-2 კურსზე სწავლისას გაუ-ს შუამდგომლობით მიმიწვიეს გასაუბრებაზე სტაჟიორის პოზიციაზე Deloitte Consulting-ში, რომელიც საქართველოში ახორციელებს USAID-ის პროექტს „საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI Georgia). მინდა აღვნიშნო, რომ დიდი კონკურსის მიუხედავად, ყველა სასტაჟიორო ვაკანსიაზე GAU-ს სტუდენტები მიიღეს."

პროფესორები და ლექტორები

ირმა მახათაძეს აქვს იურისტად მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება. 1984-1989 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახლემწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობაზე...

Pirate Summit-ის პროექტი GAU-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი

წარმატებით ჩაიარა კიდევ ერთმა საინტერესო პროექტმა GAU-ში. პირველ ივლისს ჯეოლაბში ქართული სტარტაპებისა და პროგრამისტების შერჩევა გაიმართა. კონკურსი GAU-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. 

მონაწილეებმა წარმოადგინეს ინოვაციური პროექტები, რომელთაგან გამოვლინდა გამარჯვებული Virtual Technologies

ეს ნამუშევარი მიზნად ისახავს რეალური სამყაროს ვირტუალურში გადატანას - Simulation of Things. 

(Oculus Rift-ის გაამოყენებით და Unity ძრავაზე დაყრდნობით გამარჯვებული გუნდი აპირებს შექმნას პროგრამული პლატფორმა, რომელშიც სიმულირებული იქნება რეალური სამყარო, დაწყებული ბიოლოგიური, ფიზიკური თუ ქიმიური პროცესებით დამთავრებული მომხმარებლების მიერ ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებული საკუთარი სამყაროს შექმნის შესაძლებლობით.)

GAU ულოცავს გამარჯვებული გუნდის წევრებს - ვანგელის კონდრატევს, გიორგი როხაძეს, ნიკა სხულუხიასა და ვანო მესტიაშვილს - წარმატებას. ისინი პროექტს 2-3 სექტემბერს Pirate Summit-ზე კიოლნში უცხოელ პოტენციურ ინვესტორებს წარუდგენენ. 

აქ შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია კონკურსის ორგანიზატორ კომპანიის, Pirate Summit-ის, შესახებ: 
http://piratesummit.com/en/piratesummit-2015

 

Pirate Summit-ის პროექტი GAU-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი Pirate Summit-ის პროექტი GAU-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი
Pirate Summit-ის პროექტი GAU-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი Pirate Summit-ის პროექტი GAU-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი
Pirate Summit-ის პროექტი GAU-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი   Pirate Summit-ის პროექტი GAU-ში - ჯეოლაბში ჩატარებული კონკურსი