GAU-ს კურსდამთავრებულები

,,Pepsico''

"პირველივე ლექციის შემდეგ მივხვდი, რომ გაუ იყო ნამდვილად ის რაც მე მინდოდა, უნივესიტეტი, სადაც შეგეძლო გესწავლა თანამედროვე ამერიკული ლიტერატურით, მოგესმინა პრაქტიკოსი და მაღალკვალიფიციური ლექტორების ლექციები და განვითარებულიყავი, როგორც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან ვერძეულმა ქვონტის პროგრამით ბიზნეს-ადმინისტრირების ბაკალავრიატი (BBA) დაამთავრა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ - ფინანსების განხრით სამაგისტრო პროგრამა (MBA) საქართველოს უნივერსიტეტში. ამჟამად გადის სადოქტორო სწავლებას (PhD) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტში...

24 აპრილს გაუ-მ OPIC-თან ხელშეკრულება გააფორმა და ახალი შენობა საზეიმოდ გახსნა

GAU-OPIC-ის ხელშეკრულება

24 აპრილს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (მერაბ ალექსიძის 8) გაიმართა OPIC-თან (უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია) ხელშეკრულების გაფორმებისა და გაუ-ს შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია.

გაუ-ს პრეზიდენტს რ. მაიკლ ქაუგილსა (R. Michael Cowgill) და კანცლერს ნინო ტორონჯაძეს ლენტის გაჭრის ცერემონიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი (Richard Norland) და OPIC-ის მმართველი დირექტორი ქენეთ ენჯელი (Kenneth Angel) შეუერთდნენ.

OPIC-მა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისათვის სამი მილიონ ხუთასი ათასი დოლარის (3 500 000) სესხი დაამტკიცა. გაუ-ს ახალი შენობა OPIC-ის სტანდარტების შესაბამისად დაპროექტდა და გარემონტდა, შეძენილი იქნა ახალი აღჭურვილობა, გაიხსნა ახალი სასწავლო პროგრამები. აღნიშნული პროექტი გაგრძელდება 10 წლის განმავლობაში და დაეხმარება გაუ-ს ბიზნესის მდგრად განვითარებასა და გაფართოებაში, აგრეთვე სტუდენტებისათვის საუკეთესო სასწავლო პირობების შექმნაში. ცერემონიაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს OPIC-ის მმართველმა დირექტორმა ქენეთ ენჯელმა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა.

ამავე დღეს ხელი მოეწერა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გაუ-ს ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორთან ამერიკულ კომპანია Autodesk-თან, ხელშეკრულების პირველი ეტაპის ფარგლებში გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლას Autodesk-ის ას ოცი (120) ლიცენზირებული პროგრამული პაკეტი საჩუქრად გადაეცა, პარტნიორობის ფარგლებში მომავალში მრავალი სხვა პროექტის განხორციელებაც იგეგმება.

ღონისძიების საპატიო სტუმართა შორის იყვნენ აშშ-ს საელჩოს, EPI-ს, USAID-ის, JILEP-ის, გაუ-ს პარტნიორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლები. ღონისძიება საზეიმო მიღებით დასრულდა.

OPIC-ის შესახებ (http://www.opic.gov/):

OPIC 1971 წელს დაარსდა და წარმოადგენს აშშ-ს მთავრობის საფინანსო ინსტიტუტს, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. OPIC თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას სხვადასხვა ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად მიმართავს. OPIC აშშ–ს კერძო სექტორთან თანამშრომლობს და მას განვითარებად ბაზრებზე შესვლაში ეხმარება, ხელს უწყობს კერძო სექტორის შემოსავლების მატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას როგორც შინ, ისე საზღვარგარეთ. OPIC დასახულ მიზანს აღწევს იმით, რომ ინვესტორებს დაფინანსებას, გარანტიებსა და პოლიტიკური რისკების დაზღვევას სთავაზობს. ორგანიზაციის მომსახურება ხელმისაწვდომია ახალი და განვითარებადი ბიზნესებისათვის მსოფლიოს 150–ზე მეტ ქვეყანაში.

GAU-OPIC-ის ხელშეკრულება GAU-OPIC-ის ხელშეკრულება
GAU-OPIC-ის ხელშეკრულება GAU-OPIC-ის ხელშეკრულება