GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

ირმა ღარიბაშვილი იყო სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მეთოდოლოგიების საკითხებში თრეინერი, ტასის ტემპუსის პროექტის "ტუნინგის მიდგომები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში“ ჯგუფის წევრი...

შეხვედრა - პროფესიული ორიენტაციის თემაზე

16 თებერვალს, პროფესიული ორიენტაციის განვითარების თემაზე პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სამმართველოსა და თბილისის სკოლის მოსწავლეებს ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) უმასპინძლა. აბიტურიენტებს სწორ პროფესიულ არჩევანსა და კარიერის დაგეგმვაზე GAU-ს ბიზნესის სკოლის დეკანი, თემურ ტორონჯაძე და წარმომადგენლები ესაუბრნენ.

GAU-მ საშუალო და უმაღლესი განათლების ერთობლივი პროექტის ფარგლებში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეთათვის 2014 წლიდან დღემდე არაერთი შეხვედრა-სემინარი ჩაატარა. აკრედიტაციის ცენტრთან თანამშრომლობაც ამ ინიციატივის შედეგად დაიგეგმა.

პროფესიული ორიენტაცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი დისციპლინაა და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდებისთვის სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთების პროცესში, რაც მომავალში კვალიფიციური კადრების ფორმირებასა და სხვადასხვა სფეროს ეფექტურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

16 თებერვალი - ღია კარის დღე 16 თებერვალი - ღია კარის დღე
16 თებერვალი - ღია კარის დღე 16 თებერვალი - ღია კარის დღე
16 თებერვალი - ღია კარის დღე 16 თებერვალი - ღია კარის დღე