GAU-ს კურსდამთავრებულები

კომპანია სს ,,შატო მუხრანი''

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში იურისტად მუშაობისას მონაწილეობა მივიღე ევროსაბჭოს მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა კონკურსში, სადაც მთელი მსოფლიოდან მონაწილე 2500 კონკურსანტს შორის გამარჯვებულ 60 სტაჟიორს შორის ვიყავი მეც. მე ვთვლი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და მიხარია რომ GAU-ს ვეკუთვნი, მისი ნაწილი ვარ და ყოველთვის ვიამაყებ ამით..."

პროფესორები და ლექტორები

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა...

მემორანდუმი GAU-სა და საქალაქო სასამართლოს შორის

GAU-ს კიდევ ერთი მემორანდუმი სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშესაწყობად!

7 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანიც ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების დაგეგმვაა სამართლებრივი კვლევების, სამართლის სფეროს პოპულარიზაციისა და საგანმანათლებლო საქმიანობის მიმართულებით. შეთანხმებას ხელი GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი GAU-სა და საქალაქო სასამართლოს შორის მემორანდუმი GAU-სა და საქალაქო სასამართლოს შორის
მემორანდუმი GAU-სა და საქალაქო სასამართლოს შორის მემორანდუმი GAU-სა და საქალაქო სასამართლოს შორის