GAU-ს კურსდამთავრებულები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი

"2011 წელს გავიარე სტაჟირება ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის იურიდიულ კლინიკაში, სადაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. 2012 წლის ზაფხულში სტრასბურგში გავიარე კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი "International and Comparative Law on Human Rights"..."

პროფესორები და ლექტორები

1958 წლიდან მუშაობდა პარტიის ისტორიის ინსტიტუტში, შემდეგ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში, 1973 წლიდან კი იყო პედაგოგიური უნივერსიტეტის კათედრის გამგე. მისი სამუშაო მოიცავს ასევე 1986-1989 წლებში ბაქოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტსა და 2010 წლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (თბილისი) მუშაობას.

თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის

GAU-ს 10 წარჩინებული სტუდენტი პრაქტიკულ სასწავლო კურსს თბილისის მერიაში ყოველწლიურად გაივლის.შესაბამისი შეთანხმება გათვალისწინებულია ქალაქის მუნიციპალიტეტისა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს შორის 28 აპრილს გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით.

დოკუმენტის მიხედვით GAU-ს ბაზაზე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეების მიერ სამეცნიერო-პრაქტიკული ნაშრომების შექმნა.

GAU-ს სტუდენტების მიერ მუნიციპალურ კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვა იგეგმება.

GAU-ს სტუდენტები ყოველწლიურად შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და ახალი გამოცდილების მიღებას, დედაქალაქის მერია კი მაღალი დონის თანამედროვე განათლების მქონე კადრების მიზიდვას.

მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა მოაწერეს.

ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ დავით ნარმანიამ GAU-ს სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "ქალაქის სერვისები და ბიზნესი". მოხსენების შემდეგ ტრადიციულად გაიმართა დისკუსია, სადაც ყველა მსურველს ჰქონდა კითხვების დასმის საშუალება.

თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის
თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი GAU-სა და თბილისის მერიას შორის