GAU-ს კურსდამთავრებულები

შ.პ.ს „ავიატორ“

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის

22 დეკემბერს (2018) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) პროექტით „ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის“ უმასპინძლა თბილისის სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სპეციალურად მათ ინტერესებზე მორგებულ ლექციებს ბიზნესის, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის, ინფორმატიკის და ინჟინერიის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლებში.

„ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის“ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო ლექციების ორგანიზებას GAU-ს სალექციო სივრცეში.

მადლობას ვუხდით თითოეული სკოლის მოსწავლეს და წარმატებული არჩევანის გაკეთებას ვუსურვებთ მათ.

ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის ლექცია მომავალი სტუდენტებისთვის