GAU-ს კურსდამთავრებულები

სს „თიბისი ლიზინგი“

GAU-ში ვსწავლობთ საკითხებს, რაც აუცილებელი გვგონია, რის საჭიროებასაც დავაფასებთ მოგვიანებით და რის მნიშვნელობაზეც შეიძლება პირველებმა დავიწყოთ საუბარი საქართველოში :) ეს არის ის, რაც ხდის ჩემს უნივერსიტეტს უნიკალურს. შენ უნდა გინდოდეს, იყო შენი საქმის პროფესიონალი...

პროფესორები და ლექტორები

რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას...

ლევან ინასარიძე

2016 წლის გამოშვება
შ.პ.ს „ავიატორ“
კიბერ უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ბაკალავრიატი დავამთავრე 2016 წელს, ინფორმატიკის განხრით. სასწავლო წელი აქტიური სტუდენტური ცხოვრებით, GAU-ს თვითმმართველობის ერთ-ერთი ვიცე პრეზიდენტობით დავიწყე. პარალელურად პირველივე კურსზე GAU-ს შიდა დაფინანსების მფლობელი გავხდი. 

განსაკუთრებით გამოვარჩევდი ინფორმატიკის ფაკულტეტის განვითარების მრავალფეროვნებას. ვისწავლე არაერთი პროგრამირების ენა. გრაფიკულ, სამონტაჟო, 3D, დიზაინერულ პროგრამებთან მუშაობა. ქსელის ადმინისტრირება... ორი წლის მანძილზე მიღებული ცოდნა საკმარისი აღმოჩნა, რომ გადამედგა პირველი ნაბიჯი კარიერის მხრივ და დამეწყო ვებ-დიზაინერად მუშაობა. მეოთხე კურსის ბოლოს GAU-მ მომცა შესაძლებლობა დამეწყო მუშაობა რითეილ კომპანიაში ქსელის ადმინისტრირებისა და პროგრამირების განხრით, სადაც მომდევნო რვა თვე გავატარე. ამჟამად ვმუშაობ შ.პ.ს „ავიატორ“-ში კიბერ უსაფრთხოების დეპარტამენტის მენეჯერად.                              

მოხარული ვარ, რომ GAU-ს სტუდენტი ვიყავი, რადგან აქ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. აუცილებელია ხაზი გაესვას იმ დეტალებს რაც ძალიან დავაფასე GAU-ში სწავლების ოთხი წლის მანძილზე: ლექტორების პროფესიონალიზმი, ისინი ყოველთვის გვიზიარებდნენ როგორც თეორიულ, ასევე მათ მიერ მიღებული პრაქტიკულ გამოცდილებას, სწავლება ინგლისურ და ქართულ ენაზე, კომფორტული და მეგობრული გარემო, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. პირადად მე ვიყავი ორი ამერიკელი სტუდენტის მასპინძელი საქართველოში. ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და მხიარულ დროს ვატარებდი მათთან ერთად და რაც მთავარია სამართლიანი და პატიოსანი ადმინისტარაცია. 

იცოდეთ, GAU არ არის “ბიზნესი”, ეს არის უნივერსიტეტი, რომელსაც მართავს დეკანატი და ადმინისტარაცია, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტზე!