GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს „ქართული კვების კომპანია“

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვთვლი ინგლისური ენის ლექციებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი დიდ ცოდნას იღებს სამართლის ინგლისური ტერმინოლოგიის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების სამართლის სისტემის შესახებ. მიმაჩნია, რომ მიღებული ცოდნით შევძლებ განვახორციელო...

პროფესორები და ლექტორები

ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით. 2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის...

GAU-ს შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან

GAU განაგრძობს სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა-სემინარების ჩატარებას. 7 აპრილს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლები "პროფესიული ორიენტაციის განვითარების" ფარგლებში თბილისის #18 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. 

მომხსენებლები GAU-ს ელჩები იყვნენ და მათ პროფესიული არჩევანის გაკეთებისა და კარიერის დაგეგმვის გზებზე ისაუბრეს. მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს GAU-ს პროგრამებსა თუ გადახდის ახალ სისტემაზე.

მსმენელთა შორის აღმოჩდნენ მოსწავლეები რომლებიც უკვე დაინტერესებულნი არიან GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლით და ასევე აქტიურად არიან ჩართულები GeoLab-ის სასწავლო კურსებში.

ანალოგიური შეხვედრები წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გაიმართება.

GAU-ს შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან GAU-ს შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
GAU-ს შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან GAU-ს შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან