GAU-ს კურსდამთავრებულები

„კორძაძის საადვოკატო ბიურო“

2013 წელს დავამთავრე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა. ამ უნივერსიტეტმა პროფესიული განვითარების კუთხით ძალიან ბევრი რამ მომცა. საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც სასწავლო პროცესში...

პროფესორები და ლექტორები

გია ლილუაშვილმა დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გახლავთ თ. წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი. წარმატებით დაიცვა დისერტაცია. 1983 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა...

ანა გოდერძიშვილი

2014 წლის გამოშვება
იურისტის ასისტენტი
შპს „ქართული კვების კომპანია“

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლა დავამთავრე 2014 წელს. GAU-ს დამამთავრებელ კურსზე მომეცა შესაძლებლობა დამეწყო მუშაობა "ქართული კვების კომპანიის" იურიდიულ განყოფილებაში სტაჟიორად. სამთვიანი სტაჟირების შემდგომ დამაწინაურეს და ამჟამად ვარ იურისტის ასისტენტი.

GAU-ში სწავლის პერიოდში გიწევს ურთიერთობა პროფესიონალ ლექტორებთან, რომლებიც ცოდნასთან ერთად გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. აღსანიშნავია ასევე ის მეგობრული ატმოსფერო, რომელიც არის GAU-ში და შესაძლებლობა გაქვს მშვიდ გარემოში განავითარო საკუთარი თავი. GAU-ში სწავლის პერიოდში სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში, საპრეზენტაციო კონკურსებში. მაგალითად, როგორიც იყო GAU-ს ყოველწლიური პრეზენტაციების კონკურსი და "არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში: მედიაცია და განრიდების" სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც განხორციელდა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის "იურიდიული კლინიკისა" და UNICEF-ის მიერ.

ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ვთვლი ინგლისური ენის ლექციებს, რომლის მეშვეობითაც სტუდენტი დიდ ცოდნას იღებს სამართლის ინგლისური ტერმინოლოგიის და სხვადასხვა დასავლური ქვეყნების სამართლის სისტემის შესახებ.

მიმაჩნია, რომ მიღებული ცოდნით შევძლებ განვახორციელო ჩემი გეგმები საზღვარგარეთ ცოდნის მისაღებად.