GAU-ს კურსდამთავრებულები

შპს "სერა"

"ის ცოდნა და განათლება, რომელმაც ჩემი დასაქმება უზრუნველყო, პირველ რიგში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დამსახურებაა. ვფიქრობ, გაუ-ს სახელი და პრესტიჟი, რომელიც მას დამკვიდრებული აქვს საქართველოში, მისი დამფუძნებლების სწორი მიდგომისა და დეკანებისა და ადმინისტრაციის კარგი მენეჯმენტის დამსახურებაა..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

გაუ-ს დეკანის, პროფესორ მიხეილ ჩხენკელის შეხვედრა 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

11 ოქტომბერს გაუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, პროფესორი მიხეილ ჩხენკელიაკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია ჩაატარა.

აღნიშნული შეხვედრა გაუ-სა და 42-ე საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით შედგა, რომლის ფარგლებშიც 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არჩევითი საგნის ფორმატში შეისწავლიან საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამაში შემავალ საგანს - AutoCad.

პროგრამის მიზანია სკოლადამამთავრებელი მოსწავლეებისათვის ხელშესახები გახადოს კონკრეტულ სფეროში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, მეთოდები და ტენდენციები, რაც, გარდა იმისა რომ შესძენს მათ მაღალი დონის სპეციფიურ ცოდნასა და უნარებს, ასევე, დაეხმარება მომავალი პროფესიის არჩევისას თვალსაწიერის გაფართოებაში.

AutoCad-ის შესწავლის მსურველი მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ბევრი მოსწავლე აღმოჩნდა, ამიტომ დაკომპლექტდა მოსწავლეების სამი ჯგუფი, რომელთაც AutoCad-ის გაკვეთილები როგორც 42-ე საჯარო სკოლაში, ისე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ჩაუტარდებათ.

ბ-ნმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრისას მოსწავლეებს გაუ-სა და 42-ე საჯარო სკოლის თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო და გარდა იმისა რომ მოსწავლეების შეკითხვებს გასცა პასუხები, თავადაც დაუსვა მათ არაერთი შეკითხვა, რამაც შეხვედრას საინტერესო და ინტერაქტიული ხასიათი მისცა.

გაუ-სა და 42-ე საჯარო სკოლას შორის განიხილება და იგეგმება თანამშრომლობა სხვა პროგრამების ფარგლებშიც.

პროფესორ მიხეილ ჩხენკელის შეხვედრა 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფესორ მიხეილ ჩხენკელის შეხვედრა 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან