GAU-ს კურსდამთავრებულები

შეფასებისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია EMC

"ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებულ 4 წელს დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად ვაფასებ. GAU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდმივად ვითარდება და მიიწევს წინ და ამ თვისებას სტუდენტებსაც გადასცემს. მიმაჩნია, რომ GAU-ს მთავარი უპირატესობებია საუკეთესო ლექტორები, კვალიფიციური თანამშრომლები და ძლიერი მენეჯმენტი..."

პროფესორები და ლექტორები

ლევან გოგიჩაძე 2005 წლიდან მუშაობს შპს "უნიგრუპში", რომელიც ლუკოილ ჯორჯიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი და მარკეტინგის სამსახურია. 2010 წლიდან იკავებს კორპორაციული სტრატეგიის მარკეტინგის და PR-ის განყოფილების უფროსის თანამდებობას...

ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში

1 მარტს, GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი „GAU-ღე კარი გამოწვევებს'' საგაზაფხულო სემეტრში მამუკა ხაზარაძის სტუმრობით გაიხსნა და უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი დაესწრო. 

ლექციის თემა „ლიდერობა, ლიდერის ფსიქოლოგია და თვისებები'' არაერთი წარმატებული ქართული და საერთაშორისო ბიზნესის დამფუძნებელმა საკუთარ ცხოვრებისეულ მაგალითებზე ააგო. მამუკა ხაზარაძემ GAU-ს სტუდენტებს თუ სტუმრებს გულწრფელად უამბო უკვე გავლილი და გასავლელი გზის შესახებ: „რასაც ახლა აქ ვიტყვი, არის ის, რაც გადამხდა, ეს არის ჩემი თავგადასავალი...'' - ასე დაიწყო საუბარი და სტუმარმა ის დრო გაიხსენა, როცა ინჟინერიის ფაკულტეტის დამთვრების შემდეგ კვლევით ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. მაშინ მამუკა ხაზარაძემ თავი საბჭოთა რეჟიმის ნაწილად იგრძნო და გაჩნდა პირველი პროტესტი, შეგრძნება, რომ ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი - აკეთო ის, რაზეც ოცნებობ, რისიც გჯერა, რაც გიყვარს და რისი შედეგიც შენზეა დამოკიდებული. პირველი ბიზნეს მოდელი - სამხატვრო სალონი, პირველი იტალიური ფრენჩაიზინგი საქართველოში „ბატა'' და ბნელი 90-იანი წლებისთვის უჩევულო საქციელი - მაღაზიის ვიტრინიდან დიდი რკინის გისოსების ჩამოხსნა - ეს თავისუფლების და გახსნილობის გამომხატველი აქტი სხვებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა და ჭავჭავაძეზე არაერთი ჯიხური თუ მაღაზია გათავისუფლდა გისოსებისგან. 

ლიდერის თვისებები, რომლის ჩამონათვალიც ოცნებით, დიდი სურვილით, საკუთარი შესაძლებლობების რწმენით, გულწრფელობით და სხვებისთვის სიკეთის მომტანი იდეებით იწყება, მოიცავს სწორი ადამიანების შერჩევას და ჯანსაღი გუნდის შეკვრას. „ცხოვრება ადამიანების პოვნაა'' - თქვა მამუკა ხაზარაძემ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ლიდერზე საუბრისას აუცილებლად მოიზარება მისი ძლიერი, მოტივირებული და შთაგონებული გუნდიც. „ლიდერი არის ოპტიმისტი,'' ლიდერს აქვს იდეები, რომლებიც უძლებს წინააღმდეგობებს და რომლის გამოც ლიდერი ბოლომდე იბრძვის. 

„არ მინდა გაშვებული შესაძლებლობების ქვეყანა ვიყოთ'' - რამდენჯერმე გაიმეორა სტუმარმა და GAU-ს საჯარო ლექციის მსმენელებს ახალი მეგაპროექტის შესახებ უამბო: „თქვენ პირველი აუდიტორია ხართ, ვისაც ამას ვეუბნები'' - ასე დაიწყო მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტზე - ღრმა წყლის პორტზე - საუბარი, რომელიც გარდა იმისა, რომ მასშტაბური ბიზნესი და უმარავი ადამიანის, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების წინაპირობაა, პოლიტიკური მნიშვნელობის ხიდად, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კარიბჭედ უნდა იქცეს.

ლექცია ტრადიციულად დისკუსიით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=9S5vgrdGiCQ&list=PLqq8kKx8Ow0c2tfEm4RAPB...

ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში
ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში
ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში ლიდერობა - მამუკა ხაზარაძე GAU-ში