GAU-ს კურსდამთავრებულები

Sharm Trading

"GAU-ს უდიდეს უპირატესობად მივიჩნევ მაღალკვალიფიციურ ლექტორატს, რომელიც ყოველთვის მეგობრულია და ორიენტირებულია მიაწოდოს სტუდენტს სათანადო ცოდნა. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების ინგლისური კურსი, სტუდენტი პირველივე კურსიდან ითვისებს ბიზნეს ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე..."

პროფესორები და ლექტორები

მიხეილ მანიამ ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1999 წელს თბილისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში - სადოქტოროდისერტაცია. ის არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მისი სამეცნიერო ინტერესებია სტოქასტური ანალიზი, ოპტიმალური მართვის თეორია, ფინანსური და სადაზღვევო მათემატიკა...

საერთაშორისო მოდელირებული სისხლის სამართლის სასამართლოს ტრეინინგები

9-14 ნოემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსტეტში საერთაშორისო მოდელირებული სისხლის სამართლის სასამართლოს ტრეინინგები იმართება, რომელშიც სამოცამდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ იქნენ მონაწილეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობის მექანიზმით, სურთ მონაწილეობა მიიღონ  იმიტირებულ პროცესში და მეტი ინფორმაცია მიიღონ აღნიშნული სასამართლოს შესახებ.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდება 12 ტრენერი, რომლებიც მომავალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაატარებენ საერთაშორისო მოდელირებული სისხლის სამართლის სასამართლოს ტრეინინგებს.

პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებში საერთაშორისო სისხლის სამართლის შესახებ ცოდნის დონის ამაღლებას და იგი ესტონური ორგანიზაცია Unitas Foundation-ის ეგიდით ტარდება, რომლის მიზანია ტოტალიტარული რეჟიმის შედეგად დაყოფილი საზოგადოების შერიგება.

ტრენინგებს უძღვებიან ამავე ფონდის ტრენერები ვიქტორ ნიკიტოვი, უვე პუუმი და ანდრია ნადირაძე საქართველოს მხიდან.

პროექტი ხორციელდება ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.