GAU-ს კურსდამთავრებულები

საქართველოს ეროვნული ბანკი

ვფიქრობ, რომ GAU-ს Quant პროგრამამ მომცა საშუალება შემეძინა ის მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც აუცილებელია კონკურენტულ გარემოში სასურველი მიზნის მისაღწევად. ამჟამად ვსწავლობ GAU-ს ბიზნეს სკოლის მაგისტრატურის Quant პროგრამაზე...

პროფესორები და ლექტორები

2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში...

ახალი ფაკულტეტი - ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა

გაუ-ს ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა

2013-14 სასწავლო წელს გაუ აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას ახალ ფაკულტეტზე - ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა, რომელიც მოიცავს შემდეგ დარგებს:

  • ქართული ფილოლოგია

  • ინგლისური ფილოლოგია

  • ისტორია

2013-14 სასწავლო წელს ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სკოლა მიიღებს 50 აბიტურიენტს

ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის წლიური საფასურია 3900 ლარი. გადახდა წარმოებს ორ ეტაპად:

  • ოქტომბერში - 2000 ლარი
  • თებერვალში - 1900 ლარი
    (თებერვალში გათვალისწინებული იქნება სახელმწიფო დაფინანსება)

ქართული ფილოლოგია

პროგ­რა­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ იგი წარმო­ად­გენს ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ისა (რო­გორც სა­ვალ­დე­ბუ­ლო პროგ­რა­მის) და ინ­გლი­სუ­რი ენის (რო­გორც და­მა­ტე­ბითი პროგ­რა­მის + არჩევითი დისციპლინების) პა­რა­ლე­ლურ-ურ­თი­ერ­თშე­ჯე­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის პირ­ველ ცდას.

პროგ­რა­მის სი­ახ­ლეა ისიც, რომ ქარ­თუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის ბა­კა­ლავრს პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­გლი­სუ­რი ენის (B 2+) დო­ნე­ზე ცოდ­ნა სა­შუ­ა­ლე­ბას მი­სცემს, ქარ­თულ-ინ­გლი­სურ კონ­ტექ­სტ­ში მო­ია­ზა­როს შე­სას­წავ­ლი დის­ციპ­ლი­ნე­ბი და უპ­რობ­ლე­მოდ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გლო­ბა­ლურ კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ქმი­ა­ნო­ბა­ში.

შემო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მა არის პირ­ვე­ლი, რო­მელ­შიც გა­თვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ენის კომ­პიუ­ტე­რუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბის – რო­გორც დის­ციპ­ლი­ნის სწავ­ლე­ბა, რაც გზას გა­უხ­სნის ბა­კა­ლავრს მრა­ვა­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი ამო­ცა­ნის და­სახ­ვა-გადა­წყვე­ტა­ში, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, სხვა­დას­ხვა სა­ხის ელექ­ტრო­ნუ­ლი ლექ­სი­კო­ნე­ბის (ქარ­თულ-ინ­გლი­სუ­რი, ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი, ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი, ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რი, გან­მარ­ტე­ბი­თი, უცხო სი­ტყვა­თა) შე­დგე­ნა-მო­მზა­დე­ბა.

პროგ­რა­მა ორი­გი­ნა­ლუ­რია იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ მას­ში პირ­ვე­ლად არის შემო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ოთხი ახა­ლი დის­ციპ­ლი­ნა (ეთ­ნო­ლინ­გვის­ტი­კა, ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­ლო­გია ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და პუბ­ლი­ცის­ტი­კა­ში, ეთ­ნო­მუ­სი­კო­ლო­გია და ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­ლო­გია სა­ხ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში).

რაც მთა­ვა­რია, სტუ­დენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, პრო­ფე­სორ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიი­ღოს სა­მეც­ნი­ე­რო გრან­ტებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში და­მხმა­რე-შე­მსრუ­ლებ­ლად, მა­გა­ლი­თად, პრო­ექტ­ში – „ელექ­ტრო­ნუ­ლი ორ­თოგ­რა­ფი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი“ – სტუ­დენ­ტი შე­ძლებს მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბა-მო­პო­ვე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას (რი­თაც შე­ი­ძენს ლექ­სი­კონ­თა შე­დგე­ნა-მო­მზა­დე­ბის მე­ტად სა­ჭირ­ო უნარ-ჩვე­ვებს). 

ინგლისური ფილოლოგია

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამა ძირითად სპეციალობაზე ფოკუსირების გზით შეძენილი მყარი ცოდნის გარდა სტუდენტს სთავაზობს 21-ე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი ზოგადი და დარგობრივი, სოციალური თუ ინდივიდუალური კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობას, ფართე განათლებას, „ხარისხიანი“ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბების შესაძლებლობას, წამოჭრილ პრობლემაზე სწრაფი და ადექვატური რეაგირებისა და გამოტანილი დასკვნების მართებულად განზოგადების უნარ-ჩვევებს, ასევე თანამედროვე სამყაროში მრავალმხრივი, სრულყოფილი ურთიერთობისათვის საჭირო ყველა ხერხსა და საშუალებას, როგორც ადამიანური რესურსის, ისე კომუნიკაციური ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის განხორციელებისას ზოგადი პროფილის პრაქტიკული ინგლისური ენის სწავლება ხდება ეტაპობრივად B 1+-დან C 1/C 1+ დონემდე, რაც საფუძველს ქმნის, უპირველეს ყოვლისა, კებრიჯის საერთაშორისო გამოცდების ჩასაბარებლად (პროგრამის ფარგლებში, VI  ან  VII სემესტრის ბოლოს)  საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს  (CEFR)  სტანდარტით განსაზღვრულ B2(FCE) და  C1/C 1+ (CAE) დონეებზე  ენის საერთაშორისო კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, ასევე, ისეთი სპეციალური თეორიული და პრაქტიკული საგნების შესასწავლად, როგორიცაა დარგობრივი ინგლისური ენა (ბიზნესი, სამართალი, პოლიტიკა), ტექსტის ინტერპრეტაცია, აკადემიური წერა, თარგმნის თეორია და პრაქტიკა, თეორიული გრამატიკა,ინგლისური ენის ლექსიკოლოგია, ინგლისური ენის სტილისტიკა, ტექსტის ლინგვისტიკა, ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგია, ინგლისური ენის ლექსიკოგრაფია, მე-20 საუკუნის ლიტერატურის ისტორია (ინგლისი, ამერიკა, დასავლეთ ევროპა), და ა შ.

ისტორია

ისტორიის საბაკალავრო პროგრამა მოიცავს, როგორც სპეციალურ, ისე ზოგადსაგანმანათლებლო საგნების მრავალფეროვან არჩევანს, რომელიც სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს გახდეს არა მარტო დარგის კვალიფიციური სპეციალისტი, არმედ შეიძინოს და აიმაღლოს სოციალური და ინდივიდუალური კომპეტენციები, რაც აუცილებელია თანამედროვე პირობებში მრავალმხრივი და სრულყოფილი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის. პროგრამაში თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი მსოფლიო ისტორიის კურსი დაწყებული უძველესი დროდან XXI-საუკუნებდე. საქართველოსო წარმოდგენილია ,როგორც წინა აზიის უძველესი კულტურის და პოლიტიკური წარსულის  სახელმწიფო, რომლის ისტორია ევროპასთან მჭიდრო კავშირში მოიაზრება. სტუდენტები შეისწავლიან ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ისტორიას. საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურული ურთიერთობას მათთან და ქართული ემიგრაციისიის ისტორიას, როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში.

პროგრამა ორიენტირებულია არა მხოლოდ სხვისი დაწერილი ისტორიული ფაქტების შესწავლაზე, არამედ სტუდენტთა მიერ ინფორმაციის დამოუკიდებელ მოპოვებაზე, რისი მიღწევაც ქართული და ევროპული წყაროების შესწავლით და დამხმარე ისტორიული დისციპლინების შესწავლით ხდება შესაძლებელი.

პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს არქეოლოგიის საფუძვლების სავალდებულო კურსის შესწავლას, შემდგომ საფეხურზე მათ შეუძლიათ საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიის არა მარტო შესწავლა, არამედ ცოდნის გაღრმავება საველე არქეოლოგიური პრაქტიკის მეშვეობით.

პროგრამის მეშვეობით სტუდენტები შეისწავლიან ეთნოლოგიისა და კულტურის ანთროპოლოგიის საფუძვლებს. დაინტერესებულ სტუდენტებს პროგრაბა საშუალებას აძლევს ჩაუღრმავდნენ და დაწვრილებით შეისწავლონ საქართველოს ყოფა და კულტურა.

პროგრამა გამოირჩევა იმითაც, რომ იძლევა მრავალფეროვანი ჰუმანიტარული განათლების მიღების საშუალებას. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი და მათთვის საინტერესო დისციპლინები ლიტერატურისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში. პროგრამა მომავალ სპეციალისტებს ფართო არჩევანს აძლევს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერების სფეროში.

ზემოაღნიშნული კურსების გავლა ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის იტორიის მიმართულების კურსდამთავრებულებს შესძენს დამატებით კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისა და კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში.